შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

© photo: Teymuraz Kupatadze / FBთეიმურაზ კუპატაძე
თეიმურაზ კუპატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, თადუმაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, გელა გელაძე თანამდებობიდან 2 ნოემბერს გადადგა და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
ამ დროისთვის შს მინისტრს 4 მოადგილე ჰყავს - როლანდ მესხი, ზაზა კირკიტაძე, ალექსანდრე დარახველიძე და თეიმურაზ კუპატაძე.
ყველა ახალი ამბავი
0