https://sputnik-georgia.com/20261126/saqartvelosi-wels-surogaciit-3-atasze-meti-bavsvi-daibadeba-301930014.html
სარჯველაძე: საქართველოში 2026 წელს სუროგაციით 3000-ზე მეტი ბავშვი დაიბადება
სარჯველაძე: საქართველოში 2026 წელს სუროგაციით 3000-ზე მეტი ბავშვი დაიბადება
Sputnik საქართველო
სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების საფუძველი მაღალი რისკებია, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეები... 26.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-26T20:15+0400
2026-11-26T20:15+0400
2026-11-26T20:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სუროგაცია საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_0:112:2048:1265_1920x0_80_0_0_ae497fac9625e2f7bd865a9bf5b8e177.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. 2026 წელს საქართველოში სუროგაციის გზით 3000-ზე მეტი ბავშვი დაიბადება, რომელთაგან პოტენციური მშობლების უმეტესობა უცხოელები იქნებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, როდესაც განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა სუროგაციის სრული აკრძალვის შესახებ.22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. ოპოზიცია ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ასეთი აკრძალვა მიუღებელია დემოგრაფიული კრიზისისა და უშვილობის ფონზე.მისი თქმით, სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების საფუძველი მაღალი რისკებია, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეები.„მშობლად ყოფნის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი, სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სიტუაციაზე, როდესაც ბავშვი იბადება იმ პირებთან ბიოლოგიური კავშირის გარეშე, რომლებიც შემდგომში მასზე მშობლის უფლებებს იღებენ. მინისტრის თქმით, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, აკონტროლოს მისი საცხოვრებელი პირობები და შემდგომი განვითარება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, სუროგაციის დაშვება თუნდაც მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის, რისკებს სრულად ვერ აღმოფხვრის, ხოლო სრული აკრძალვა რისკების მინიმიზაციისა და მსგავსი პროცედურების უკანონოდ განხორციელების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა.2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_101:95:1794:1365_1920x0_80_0_0_8969d5ca1dc23fb17d110cb24f945602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სუროგაცია საქართველოში , ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სუროგაცია საქართველოში , ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
სარჯველაძე: საქართველოში 2026 წელს სუროგაციით 3000-ზე მეტი ბავშვი დაიბადება
სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების საფუძველი მაღალი რისკებია, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეები, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. 2026 წელს საქართველოში სუროგაციის გზით 3000-ზე მეტი ბავშვი დაიბადება, რომელთაგან პოტენციური მშობლების უმეტესობა უცხოელები იქნებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, როდესაც განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა სუროგაციის სრული აკრძალვის შესახებ.
22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. ოპოზიცია ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ასეთი აკრძალვა მიუღებელია დემოგრაფიული კრიზისისა და უშვილობის ფონზე.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების საფუძველი მაღალი რისკებია, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეები.
„მშობლად ყოფნის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი, სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სიტუაციაზე, როდესაც ბავშვი იბადება იმ პირებთან ბიოლოგიური კავშირის გარეშე, რომლებიც შემდგომში მასზე მშობლის უფლებებს იღებენ. მინისტრის თქმით, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, აკონტროლოს მისი საცხოვრებელი პირობები და შემდგომი განვითარება.
„ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, ამის კონტროლისთვის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს, რომ ადევნებდე თვალს, შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სუროგაციის დაშვება თუნდაც მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის, რისკებს სრულად ვერ აღმოფხვრის, ხოლო სრული აკრძალვა რისკების მინიმიზაციისა და მსგავსი პროცედურების უკანონოდ განხორციელების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა.
2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.