https://sputnik-georgia.com/20261126/saqartvelosi-myinvarebis-erovnuli-parki-seiqmneba-301915143.html
საქართველოში მყინვარების ეროვნული პარკი შეიქმნება
საქართველოში მყინვარების ეროვნული პარკი შეიქმნება
Sputnik საქართველო
საქართველოში 95 დაცული ტერიტორიაა, რომელთაგან 16 ეროვნული პარკია. 26.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-26T10:43+0400
2026-11-26T10:43+0400
2026-11-26T10:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24139/46/241394695_0:173:2049:1325_1920x0_80_0_0_b4642a77de337ee231e98cedf976fcb1.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. მესტიის რაიონში მყინვარების ეროვნული პარკი შეიქმნება; შესაბამისი ინიციატივა უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს.კანონპროექტის თანახმად, მყინვარების ეროვნული პარკი 47.480 ჰექტარზე შეიქმნება.გარდა ამისა, იმავე რეგიონში, ცაგერის რაიონში, 14.253 ჰექტარზეა შეიქმნება ლეჩხუმის ეროვნული პარკი.ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ლეჩხუმის ეროვნული პარკი - 14.253 ჰა-ზე, ხვამლის აღკვეთილი - 2.281 ჰა-ზე, საირმის სვეტების ბუნების ძეგლი - 32.6 ჰა-ზე, რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 1.6 ჰა-ზე და ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 0.35 ჰა-ზე.ასევე შეიქმნება წანერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ტვიბერის ჩანჩქერი ბუნების ძეგლი, ლეირაყის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლათაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, უშბის (შდუგრას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლთნარის ტბის ბუნების ძეგლი და ნამყვამის ტბის ბუნების ძეგლი, რომელთა მართვას მყინვარების ეროვნული პარკის და ლეჩხუმის ეროვნული პარკის ადმინისტრაციები განახორციელებს.ბუნების ძეგლის სტატუსის წყალობით შესაძლებელი გახდება ღირსშესანიშნაობების პირვანდელი სახით შენარჩუნება, რადგან იქ მშენებლობა აკრძალული იქნება.საქართველოში 95 დაცული ტერიტორიაა, რომელთაგან 16 ეროვნული პარკია. ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს ნაკრძალებს. საქართველოს მთავრობა გეგმავს დაცული ტერიტორიების ფართობის 100.000 ჰექტარამდე გაზრდას 2027 წლისთვის, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 14%-ს შეადგენს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24139/46/241394695_0:0:1921:1441_1920x0_80_0_0_2eb003fa74cc9c01d724598a75a66331.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში მყინვარების ეროვნული პარკი შეიქმნება
საქართველოში 95 დაცული ტერიტორიაა, რომელთაგან 16 ეროვნული პარკია.
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. მესტიის რაიონში მყინვარების ეროვნული პარკი შეიქმნება; შესაბამისი ინიციატივა უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს.
კანონპროექტის თანახმად, მყინვარების ეროვნული პარკი 47.480 ჰექტარზე შეიქმნება.
გარდა ამისა, იმავე რეგიონში, ცაგერის რაიონში, 14.253 ჰექტარზეა შეიქმნება ლეჩხუმის ეროვნული პარკი.
ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ლეჩხუმის ეროვნული პარკი - 14.253 ჰა-ზე, ხვამლის აღკვეთილი - 2.281 ჰა-ზე, საირმის სვეტების ბუნების ძეგლი - 32.6 ჰა-ზე, რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 1.6 ჰა-ზე და ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 0.35 ჰა-ზე.
ასევე შეიქმნება წანერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ტვიბერის ჩანჩქერი ბუნების ძეგლი, ლეირაყის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლათაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, უშბის (შდუგრას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლთნარის ტბის ბუნების ძეგლი და ნამყვამის ტბის ბუნების ძეგლი, რომელთა მართვას მყინვარების ეროვნული პარკის და ლეჩხუმის ეროვნული პარკის ადმინისტრაციები განახორციელებს.
ბუნების ძეგლის სტატუსის წყალობით შესაძლებელი გახდება ღირსშესანიშნაობების პირვანდელი სახით შენარჩუნება, რადგან იქ მშენებლობა აკრძალული იქნება.
საქართველოში 95 დაცული ტერიტორიაა, რომელთაგან 16 ეროვნული პარკია. ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს ნაკრძალებს. საქართველოს მთავრობა გეგმავს დაცული ტერიტორიების ფართობის 100.000 ჰექტარამდე გაზრდას 2027 წლისთვის, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 14%-ს შეადგენს.