საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში - ბოჭორიშვილი

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილის თქმით, აშშ-ს რამე პირობები ან მოთხოვნები არ წაუყენებია.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობას არ შეუძლია გადადგას ნაბიჯები, რომლებიც მის შესაძლებლობებს აღემატება, ის ურთიერთობებში შეერთებული შტატებისგან პასუხს ელოდება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და დაიწყოს ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან.
„ჩვენ ვნახეთ გარკვეული საუბრები, ვიზიტები საქართველოში, საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული დიალოგის შესაძლებლობები იყო და არის მუდმივად, თუმცა ჩვენ ვერ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებს სცდება. ეს არის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ს რამე პირობები ან მოთხოვნები არ წაუყენებია.
„საქართველო როგორ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურ დღის წესრიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ იქნება განსაზღვრული საქართველო-აშშ-ის მომავალი ურთიერთობები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან შინაარსიანი და კარგი ურთიერთობა სურს.
„ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმის მოძებნაზე, თუკი აღდგენა არ გვინდა იმ ურთიერთობის, სტრატეგიული ურთიერთობის, ჩვენ შეიძლება, ახალ ფორმაზე ვისაუბროთ, თუმცა ეს იმ დღის წესრიგის ნაწი ლი უნდა იყოს, რა დღის წესრიგითაც აშშ მოქმედებს დღეს გლობალურად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0