https://sputnik-georgia.com/20261126/cagersi-mewyeri-camowva-dazianebulia-17-sacxovrebeli-saxli-301925748.html
ცაგერში მეწყერი ჩამოწვა: დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი
ცაგერში მეწყერი ჩამოწვა: დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი
Sputnik საქართველო
სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე 26.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-26T18:56+0400
2026-11-26T18:56+0400
2026-11-26T18:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286463245_0:67:1286:790_1920x0_80_0_0_ea5864d6fb239f7d6257aada2cb1862c.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიის ზონიდან მოსახლეობა უსაფრთხოდ გაიყვანეს. "ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი", - ნათქვამია განცხადებაში. არსებული მდგომარეობის დროულად შესაფასებლად, გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება და მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286463245_72:0:1215:857_1920x0_80_0_0_ee0de72e811e3e395856abe1633cab9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი
ცაგერში მეწყერი ჩამოწვა: დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი
სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიის ზონიდან მოსახლეობა უსაფრთხოდ გაიყვანეს.
"ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი", - ნათქვამია განცხადებაში.
არსებული მდგომარეობის დროულად შესაფასებლად, გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება და მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე.