როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
სექტემბერში თვიური ინდექსის ზრდა განაპირობა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 7,3%-ით მატებამ.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 2,3%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყება ახორციელებს მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშებას, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
ინდექსი თვიურად ცალკეულ სეგმენტებში შემდეგნაირად შეიცვალა:
საცხოვრებელი მშენებლობის სექტორში გაიზარდა 0,8%-ით;
არასაცხოვრებელი მშენებლობის სექტორში გაიზარდა 5,9%-ით;
სამოქალაქო მშენებლობის სექტორში გაიზარდა 2,3%-ით.
უწყების ცნობით, სექტემბერში თვიური ინდექსის ზრდა განაპირობა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 7,3%-ით მატებამ.
2026 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა6%-ით, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ღირებულების 25,9%-ით გაზრდით.
ინდექსი წლიურად ცალკეულ სეგმენტებში შემდეგნაირად შეიცვალა:
საცხოვრებელი მშენებლობის სექტორში გაიზარდა 0,7%-ით;
არასაცხოვრებელი მშენებლობის სექტორში გაიზარდა 10,2%-ით;
სამოქალაქო მშენებლობის სექტორში გაიზარდა 9,4%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0