პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებულებს, რომელთა შორის ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბრალის დამტკიების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის: 64 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, 48 შეკვრად დაფასოებული „ალფა-პვპ“, ასევე, „კეტამინი“, „კოკაინი“, „კლეფედრონი“, „მარიხუანა“ და 2 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და თანხა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0