https://sputnik-georgia.com/20261125/2027-wlidan-saxelmwifo-grantis-martvis-saagento-gauqmdeba-301892910.html
2027 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება
2027 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება
Sputnik საქართველო
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2025 წლის 15 აპრილის დადგენილებით შეიქმნა. მისი მთავარი ფუნქცია საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი და არასამთავრობო... 25.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-25T13:00+0400
2026-11-25T13:00+0400
2026-11-25T13:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილების თანახმად, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება.უწყების ლიკვიდაციის პროცესის წარსამართავად მთავრობამ სპეციალური ხუთწევრიანი კომისია შექმნა, რომელმაც საორგანიზაციო და ქონებრივი საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მოაწესრიგოს. სააგენტომ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს „შესყიდვების შესახებ“ კანონით გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გაქვითვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის იმ №1 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომელიც სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებდა.ამასთან, მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე კომისიამ უნდა განახორციელოს სააგენტოს აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი/საარქივო დოკუმენტაციის სრული ინვენტარიზაცია, საჭიროების შემთხვევაში კი განსაზღვროს შესაბამისი უწყება ან უწყებები, რომლებსაც ეს აქტივები, ვალდებულებები და დოკუმენტაცია გადაეცემათ.კომისიამ ასევე უნდა განსაზღვროს უწყება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაცემული გრანტების მიმღებთა მიერ საგრანტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს.პირველი მუხლის ამოქმედებასთან ერთად ძალადაკარგულად გამოცხადდება მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილება სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ. დადგენილების დანარჩენი ნაწილი კი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.კომისიის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას თავად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო გადაწყვეტილებები კომისიის სხდომებზე ღია კენჭისყრით, დამსწრეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერით მიიღება.აღნიშნული სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოაწერა. დებულების მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეფინანსებინა.უწყების დახურვის შესახებ კობახიძემ ჯერ კიდევ 2026 წლის 17 სექტემბერს განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ სააგენტო მილევად რეჟიმში მუშაობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსება მიზანშეწონილად აღარ მიაჩნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
2027 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2025 წლის 15 აპრილის დადგენილებით შეიქმნა. მისი მთავარი ფუნქცია საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება იყო.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილების თანახმად, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება.
უწყების ლიკვიდაციის პროცესის წარსამართავად მთავრობამ სპეციალური ხუთწევრიანი კომისია შექმნა, რომელმაც საორგანიზაციო და ქონებრივი საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მოაწესრიგოს.
სააგენტომ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს „შესყიდვების შესახებ“ კანონით გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გაქვითვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის იმ №1 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომელიც სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებდა.
ამასთან, მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე კომისიამ უნდა განახორციელოს სააგენტოს აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი/საარქივო დოკუმენტაციის სრული ინვენტარიზაცია, საჭიროების შემთხვევაში კი განსაზღვროს შესაბამისი უწყება ან უწყებები, რომლებსაც ეს აქტივები, ვალდებულებები და დოკუმენტაცია გადაეცემათ.
კომისიამ ასევე უნდა განსაზღვროს უწყება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაცემული გრანტების მიმღებთა მიერ საგრანტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს.
პირველი მუხლის ამოქმედებასთან ერთად ძალადაკარგულად გამოცხადდება მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილება სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ. დადგენილების დანარჩენი ნაწილი კი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
კომისიის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას თავად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო გადაწყვეტილებები კომისიის სხდომებზე ღია კენჭისყრით, დამსწრეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერით მიიღება.
აღნიშნული სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოაწერა. დებულების მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეფინანსებინა.
უწყების დახურვის შესახებ კობახიძემ ჯერ კიდევ 2026 წლის 17 სექტემბერს განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ სააგენტო მილევად რეჟიმში მუშაობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსება მიზანშეწონილად აღარ მიაჩნდა.