საქართველოდან კიდევ 83 არალეგალი გააძევეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairმიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2026
გამოწერა
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე 3.800-ზე მეტი პირია გაძევებული.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნიდან გაძევებულია პაკისტანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, ნიგერიის, უგანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, იემენის, ლიბიის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე გაძევებულია 3.800-ზე მეტი პირი.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0