პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 13 პირი

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2026
გამოწერა
სამართალდამცველების მიერ დიდი ოდენობით "კოკაინი", "ალფა-პვპ", "სუბოტექსი", "კეტამინი", "კლეფედრონი", "ოპიუმი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფია" ამოღებულია. დაკავებულებს შორის საქართვერლოს და უცხოეთის მოქალალქეები არიან.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"დადგინდა, რომ ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ", - აღნიშულია ინფრომაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: "კოკაინი", "ალფა-პვპ", "სუბოტექსი", "კეტამინი", "კლეფედრონი", "ოპიუმი", "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი".
პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0