რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები?

© Sputnik / Viktor Kaminskyსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 699 მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა, რადგანაც მათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 100-ქულიანი წლიური ლიმიტი ამოწურეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.
შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები დაკარგა 387,660 მძღოლმა, საიდანაც ქულების ლიმიტი სრულად ამოწურა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევმა 699-მა პირმა.
მძღოლების რაოდენობით, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამოერთვათ, თბილისი ლიდერობს - 262 მძღოლს ჩამოერთვა მართვის მოწმობა. ამასთან, საქართველოს დედაქალაქში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე მეტი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს ქულები აკლდებათ.
მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შენარჩუნება 1,1 მილიონმა მძღოლმა შეძლო. მათ შორის ყველაზე მეტი მძღოლი, რომელსაც ჯერ არცერთი ქულა არ დაუკარგავს, თბილისშია — დაახლოებით 354,1 ათასი. მეორე ადგილზეა აჭარის რეგიონი, სადაც 100 ქულა თითქმის 91,3 ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა, ხოლო მესამეზე — კახეთის რეგიონი (87 ათასი).
აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0