თბილისში 1 კილომდე ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად იყვნენ ჩართული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის სქემაში.
სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები – "მეთადონი" და "ალფა-პვპ".
პოლიციამ ნივთმტკიცებად ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0