რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი ცხრა თვეში - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი თბილისში
ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
გამოწერა
იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ვიდეოკამერებმა დაახლოებით 2,6 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს,
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, 2026 წლის პირველ 9 თვეში მთლიანობაში 188,4 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1-ელი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ვიდეოკამერებმა დაახლოებით 2,6 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 1,2 მილიონი – თბილისში.
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 50 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ.
საანგარიშო პერიოდში ამ ფასდაკლებით ისარგებლა 1,4 მილიონმა მძღოლმა. ბიუჯეტში შევიდა 74,3 მლნ ლარი.
ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 9893 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული, მათგან 7291 - საერთო ხედვის, 2602 კი ნომერის ამომცნობი კამერაა.
საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შესვლაზე უარი.
ყველა ახალი ამბავი
0