https://sputnik-georgia.com/20261121/deputatebma-evrokavsiris-axali-wevrebistvis-gamosacdeli-vadis-dawesebis-idea-gaakritikes-301858662.html
დეპუტატებმა ევროკავშირის ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესების იდეა გააკრიტიკეს
დეპუტატებმა ევროკავშირის ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესების იდეა გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას: მათი ხმის უფლება დარღვევების გამო შეიძლება შეჩერდეს 21.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-21T18:34+0400
2026-11-21T18:34+0400
2026-11-21T18:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროპული ბიუროკრატია აგრძელებს იმ პრინციპების იმ პრინციპების ნგრევას, რის გარშემოც სადამფუძნებლო ხელშეკრულებით შეიქმნა ევროკავშირი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებს, მონტენეგროთი დაწყებული, შესაძლოა, ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეთ კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევების ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის გამო. ეს პირველი ნაბიჯია და არა საბოლოო გადაწყვეტილება.მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ ამგვარი მოთხოვნები პრაქტიკულად აბათილებს მათ უფლებას, დაიცვან საკუთარი თავი ამ ბლოკში. ისე შეიძლება, ამტკიცებს დეპუტატი, ევრობიუროკრატიამ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომ საერთოდ არც ჰკითხოს მათ არაფერი.„ეს არის ის მოცემულობა, რაშიც ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს უფლებრივი, პრაქტიკულად, დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც წარმოადგენს ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს – თანასწორობას. ეს თანასწორობა ინგრევა დღითი დღე სწორედ ევრობიუროკრატიის ხელით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის მხრიდან იმდენად „უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებები კეთდება, რომ ჩნდება კითხვა, რეალურად სურთ თუ არა გაფართოება“.მისი თქმით, ყველაზე კარგი მაგალითია უკრაინა, რომელსაც ბევრჯერ ჰპირდებოდნენ, რომ „დაჩქარებული წესით უნდა ყოფილიყო 2022 წლის შემდეგ სამჯერ თუ ოთხჯერ გაწევრიანებული ევროკავშირში“.„დღესაც ეუბნებიან, რომ გაურკვეველია, რა ვადაში შეიძლება, უკრაინის გაწევრიანებაზე დაიწყოს მსჯელობა. შესაბამისად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები, უპასუხისმგებლო პოზიცია და არა მგონია, რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იყოს კმაყოფილი იმით, რასაც ახლა ევროკავშირი აანონსებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.ევროკომისიამ აღნიშნული წინადადება გასულ თვეში წარადგინა, საბაბი გახდა უნგრეთის გამოცდილება. Euronews-ის მონაცემებით, ვიქტორ ორბანის მთავრობის დროს ქვეყანა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არღვევდა და არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება.თავდაპირველად ევროკომისია 15-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა იტალია და რამდენიმე სხვა ქვეყანა, მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ძნელად თუ ჩაითვლებოდა დროებით ზომად. ირლანდიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, ვადის ათ წლამდე შემცირება და დამატებით ხუთი წლით გაგრძელების შესაძლებლობა შესთავაზა.ყველაზე მწვავე კამათს იწვევს ის, თუ რა გახდება ხმის უფლების შეჩერების საფუძველი. რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ კეთილგანწყობილია, ეწინააღმდეგება იმას, რომ დარღვევათა ჩამონათვალში მოხვდეს „კეთილსინდისიერი თანამშრომლობის“ პრინციპის დარღვევა. ისინი ასევე ხმის უფლების სრული შეზღუდვის წინააღმდეგ არიან, რადგან შიშობენ, რომ ევროკავშირში ორი სხვადასხვა დონის წევრები გაჩნდებიან. მათი თქმით, გადაწყვეტილება მექანიზმის გამოყენების შესახებ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს.ირლანდიის წინადადება საფუძვლად დაედება მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დამცავ მექანიზმებს. ხელშეკრულების ხელმოწერა 2027 წლის ივნისში იგეგმება. ჯერჯერობით გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა ეს მექანიზმი ყველა მომავალ წევრ სახელმწიფოზე.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
დეპუტატებმა ევროკავშირის ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესების იდეა გააკრიტიკეს
ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას: მათი ხმის უფლება დარღვევების გამო შეიძლება შეჩერდეს
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროპული ბიუროკრატია აგრძელებს იმ პრინციპების იმ პრინციპების ნგრევას, რის გარშემოც სადამფუძნებლო ხელშეკრულებით შეიქმნა ევროკავშირი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებს, მონტენეგროთი დაწყებული, შესაძლოა, ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეთ კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევების ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის გამო. ეს პირველი ნაბიჯია და არა საბოლოო გადაწყვეტილება.
„თანასწორუფლებიანობა წარმოადგენს სწორედ იმ ღერძს, რა პრინციპის გარშემოც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი. დღეს ვხედავთ, რომ აშკარა სეგრეგაცია მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრებისა ევრობიუროკრატიის მხრიდან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ ამგვარი მოთხოვნები პრაქტიკულად აბათილებს მათ უფლებას, დაიცვან საკუთარი თავი ამ ბლოკში. ისე შეიძლება, ამტკიცებს დეპუტატი, ევრობიუროკრატიამ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომ საერთოდ არც ჰკითხოს მათ არაფერი.
„ეს არის ის მოცემულობა, რაშიც ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს უფლებრივი, პრაქტიკულად, დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც წარმოადგენს ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს – თანასწორობას. ეს თანასწორობა ინგრევა დღითი დღე სწორედ ევრობიუროკრატიის ხელით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის მხრიდან იმდენად „უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებები კეთდება, რომ ჩნდება კითხვა, რეალურად სურთ თუ არა გაფართოება“.
„ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება. ხან 15-წლიან და ხან 10-წლიან საგამოცდო ვადაზე საუბრობენ. ხან აანონსებენ, კანდიდატ ქვეყანას თუ უნდა გაწევრიანება, მაშინ ურთიერთობა უნდა აიკრძალოს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მსგავსი იმდენად არასერიოზული განცხადებებია, რომ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებენ, სურთ თუ არა რეალური გაფართოება, რეალური კითხვა ამაში მდგომარეობს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ყველაზე კარგი მაგალითია უკრაინა, რომელსაც ბევრჯერ ჰპირდებოდნენ, რომ „დაჩქარებული წესით უნდა ყოფილიყო 2022 წლის შემდეგ სამჯერ თუ ოთხჯერ გაწევრიანებული ევროკავშირში“.
„დღესაც ეუბნებიან, რომ გაურკვეველია, რა ვადაში შეიძლება, უკრაინის გაწევრიანებაზე დაიწყოს მსჯელობა. შესაბამისად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები, უპასუხისმგებლო პოზიცია და არა მგონია, რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იყოს კმაყოფილი იმით, რასაც ახლა ევროკავშირი აანონსებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
რა არის ცნობილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი პერიოდის შესახებ?
ევროკომისიამ აღნიშნული წინადადება გასულ თვეში წარადგინა, საბაბი გახდა უნგრეთის გამოცდილება. Euronews-ის მონაცემებით, ვიქტორ ორბანის მთავრობის დროს ქვეყანა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არღვევდა და არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება.
თავდაპირველად ევროკომისია 15-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა იტალია და რამდენიმე სხვა ქვეყანა, მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ძნელად თუ ჩაითვლებოდა დროებით ზომად. ირლანდიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, ვადის ათ წლამდე შემცირება და დამატებით ხუთი წლით გაგრძელების შესაძლებლობა შესთავაზა.
ყველაზე მწვავე კამათს იწვევს ის, თუ რა გახდება ხმის უფლების შეჩერების საფუძველი. რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ კეთილგანწყობილია, ეწინააღმდეგება იმას, რომ დარღვევათა ჩამონათვალში მოხვდეს „კეთილსინდისიერი თანამშრომლობის“ პრინციპის დარღვევა. ისინი ასევე ხმის უფლების სრული შეზღუდვის წინააღმდეგ არიან, რადგან შიშობენ, რომ ევროკავშირში ორი სხვადასხვა დონის წევრები გაჩნდებიან. მათი თქმით, გადაწყვეტილება მექანიზმის გამოყენების შესახებ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს.
ირლანდიის წინადადება საფუძვლად დაედება მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დამცავ მექანიზმებს. ხელშეკრულების ხელმოწერა 2027 წლის ივნისში იგეგმება. ჯერჯერობით გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა ეს მექანიზმი ყველა მომავალ წევრ სახელმწიფოზე.