https://sputnik-georgia.com/20261120/uzenaesma-sasamartlom-qileras-patimris-wamebistvis-saskeli-gauzarda-301846263.html
უზენაესმა სასამართლომ „ქილერას" პატიმრის წამებისთვის სასჯელი გაუზარდა
უზენაესმა სასამართლომ „ქილერას" პატიმრის წამებისთვის სასჯელი გაუზარდა
Sputnik საქართველო
სასჯელის გამკაცრებას პროკურატურა მოითხოვდა, უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და მუხაძეს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა 20.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-20T22:57+0400
2026-11-20T22:57+0400
2026-11-20T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715121_0:328:3057:2048_1920x0_80_0_0_39cf68fe4c1d0eeb15355715c300ad43.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერა“) შეუცვალა სასჯელი და 9 წლის ნაცვლად 10 წელი და ექვსი თვე მიუსაჯა - საქმე ეხება 2011 წელს პატიმრის წამებას.საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.მუხაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.საქმის დეტალებიუწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუპატიურებით დაემუქრნენ.ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა აყურებინეს და დაემუქრნენ, თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.ამავდროულად, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ამომწურავი, რის გამოც პატიმარი აიძულეს, მის მიერ დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მოთხოვნილი აღიარებითი ჩვენებისთვის.თუმცა, დაკავებულის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე არასოდეს აღიძრა და არც გამოძიება დაწყებულა. პატიმარი გლდანის ციხიდან მხოლოდ 2013 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715121_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_1b172666fcdcee60f74a5f00a9ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , გახმაურებული სასამართლო პროცესები
უზენაესმა სასამართლომ „ქილერას" პატიმრის წამებისთვის სასჯელი გაუზარდა
სასჯელის გამკაცრებას პროკურატურა მოითხოვდა, უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და მუხაძეს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერა“) შეუცვალა სასჯელი და 9 წლის ნაცვლად 10 წელი და ექვსი თვე მიუსაჯა - საქმე ეხება 2011 წელს პატიმრის წამებას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.
მუხაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუპატიურებით დაემუქრნენ.
ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა აყურებინეს და დაემუქრნენ, თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.
ამავდროულად, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ამომწურავი, რის გამოც პატიმარი აიძულეს, მის მიერ დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.
2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მოთხოვნილი აღიარებითი ჩვენებისთვის.
თუმცა, დაკავებულის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე არასოდეს აღიძრა და არც გამოძიება დაწყებულა. პატიმარი გლდანის ციხიდან მხოლოდ 2013 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.