https://sputnik-georgia.com/20261120/msoflii-iseti-verar-iqneba-boworisvili-rusetis-ass-is-da-cinetis-liderta-sexvedraze-301835633.html
მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება - ბოჭორიშვილი რუსეთის, ჩინეთის და აშშ-ის ლიდერთა შეხვედრაზე
მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება - ბოჭორიშვილი რუსეთის, ჩინეთის და აშშ-ის ლიდერთა შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები საქართველოზეც იქონიებს გავლენას. 20.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-20T13:31+0400
2026-11-20T13:31+0400
2026-11-20T13:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთი
აშშ
ჩინეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/13/301822479_0:154:3032:1860_1920x0_80_0_0_5d95323de7a7c4ca117ff5d6f692083d.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.გადაცემა „იმედი LIVE“-ში საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების — ვლადიმერ პუტინის, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის — შეხვედრაზე და ხაზი გაუსვა ამ მოვლენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, იმის გათვალისწინებით, რომ მასში სამი ბირთვული სახელმწიფო მონაწილეობს.მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოლაპარაკების მონაწილეთა შორის ევროპული სახელმწიფოების არარსებობაზე. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში, მაგრამ ჯერ კიდევ ღია რჩება კითხვა, თუ როგორ იმოქმედებს ცვლილებები ევროპის უსაფრთხოებასა და როლზე მსოფლიოში.„დღეს ევროპიდან არც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ არის ამ პროცესის მონაწილე. ესეც ერთგვარად ბადებს კითხვებს. ვხედავთ, რომ ცდილობს, ევროკავშირი ამ პროცესებში ჩაერთოს, თუმცა მეორე მხრივ, ცხადია, რომ ყველაფერი გარკვეულ გავლენას მოახდენს თავად ევროპის უსაფრთხოებაზე, ევროპის როლზე და შემდეგ როგორი იქნება თავად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები საქართველოზეც იქონიებს გავლენას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმგვარად ადევნოს ამ პროცესებს თვალი, რომ არ მიიღოს ზიანი და მაქსიმალურად დაიცვას ეროვნული ინტერესები.19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების — ვლადიმერ პუტინის, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის — სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც განსაზღვრულია სამ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის სფეროები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირება, ენერგომატარებლების მიწოდების სტაბილურობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო თანამდებობის პირთა იმუნიტეტების პატივისცემა, ასევე ბირთვული რისკების შემცირება და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია.
საქართველო
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/13/301822479_166:0:2897:2048_1920x0_80_0_0_e41b8c2b0bd86b621bdab664ab0b95be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , რუსეთი, აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , რუსეთი, აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა
მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება - ბოჭორიშვილი რუსეთის, ჩინეთის და აშშ-ის ლიდერთა შეხვედრაზე
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები საქართველოზეც იქონიებს გავლენას.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
გადაცემა „იმედი LIVE“-ში საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების — ვლადიმერ პუტინის, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის — შეხვედრაზე და ხაზი გაუსვა ამ მოვლენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, იმის გათვალისწინებით, რომ მასში სამი ბირთვული სახელმწიფო მონაწილეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია სამივე ბირთვული სახელმწიფო და ის გამოწვევები, რაც მსოფლიოში დღეს არსებობს. შემდეგ კიდევ უფრო გამოჩნდება, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე. თუმცა, ერთი რამ არის ფაქტი, ისეთი მსოფლიო, როგორიც იყო გუშინ, ფაქტია, ვეღარ იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოლაპარაკების მონაწილეთა შორის ევროპული სახელმწიფოების არარსებობაზე. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში, მაგრამ ჯერ კიდევ ღია რჩება კითხვა, თუ როგორ იმოქმედებს ცვლილებები ევროპის უსაფრთხოებასა და როლზე მსოფლიოში.
„დღეს ევროპიდან არც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ არის ამ პროცესის მონაწილე. ესეც ერთგვარად ბადებს კითხვებს. ვხედავთ, რომ ცდილობს, ევროკავშირი ამ პროცესებში ჩაერთოს, თუმცა მეორე მხრივ, ცხადია, რომ ყველაფერი გარკვეულ გავლენას მოახდენს თავად ევროპის უსაფრთხოებაზე, ევროპის როლზე და შემდეგ როგორი იქნება თავად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები საქართველოზეც იქონიებს გავლენას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმგვარად ადევნოს ამ პროცესებს თვალი, რომ არ მიიღოს ზიანი და მაქსიმალურად დაიცვას ეროვნული ინტერესები.
19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების — ვლადიმერ პუტინის, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის — სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც განსაზღვრულია სამ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის სფეროები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირება, ენერგომატარებლების მიწოდების სტაბილურობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო თანამდებობის პირთა იმუნიტეტების პატივისცემა, ასევე ბირთვული რისკების შემცირება და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია.