რუსეთთან დიალოგის განახლება მნიშვნელოვანია - ქადაგიშვილი

© Courtesy of Parliament of Georgiaირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
19 ნოემბერს მინსკში იმართება პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შორის.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის განახლება მნიშვნელოვანია დაგროვილი პრობლემების გადასაწყვეტად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კადაგიშვილმა.
19 ნოემბერს მინსკში იმართება პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში (რომელიც, ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა) — გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შორის.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი, მაგრამ გვაქვს გარკვეული ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა, ჰუმანიტარული საკითხები არის. ამიტომ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი პრაქტიკული საკითხი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის გადასაწყვეტი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.
პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
ყველა ახალი ამბავი
0