https://sputnik-georgia.com/20261119/apec-is-samiti-putini-da-trampi-ertmanets-senwensi-sexvdnen-301807337.html
APEC-ის სამიტი: პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შენჭენში შეხვდნენ
APEC-ის სამიტი: პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შენჭენში შეხვდნენ
Sputnik საქართველო
შეხვედრა რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერებს შორის დაგეგმილი ისტორიული სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადების ფონზე გაიმართა. 19.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-19T12:16+0400
2026-11-19T12:16+0400
2026-11-19T12:16+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ჩინეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინი
დონალდ ტრამპი
სი ძინპინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/13/301805537_0:0:2942:1656_1920x0_80_0_0_92af816890e58eba9508132d038e9eaa.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.მოლაპარაკებები საერთაშორისო გაცვლის ცენტრში გაიმართა. შეხვედრამდე ორი ქვეყნის ლიდერმა სამიტის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და კირილ დმიტრიევი — რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, ასევე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი.ამერიკულ მხარეს წარმოდგენდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.წინა დღეს, სამიტის მონაწილეთა ფოტოგადაღებამდე, პუტინსა და ტრამპს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა. ისინი ერთმანეთს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის თანდასწრებით მიესალმნენ და რამდენიმე ფრაზა გაცვალეს.19 ნოემბერს ასევე დაგეგმილია რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერთა პირველი სამმხრივი შეხვედრა. ის გაიმართება სახელმწიფო რეზიდენციაში „ცილინ შენჭენში“ (Qilin Shanzhuang) — რომლის სახელწოდება უკავშირდება ჩინურ მითოლოგიურ არსება ცილინს, რომელიც კეთილდღეობისა და დღეგრძელობის სიმბოლოს წარმოადგენს.APEC-ის სამიტი შენჭენში 18-19 ნოემბერს იმართება. ორგანიზაცია აერთიანებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 21 სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთს.
ჩინეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/13/301805537_4:0:2735:2048_1920x0_80_0_0_f079bd551a7553e09c67cdf613d1a5b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ჩინეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი
რუსეთი, ჩინეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი
APEC-ის სამიტი: პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შენჭენში შეხვდნენ
შეხვედრა რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერებს შორის დაგეგმილი ისტორიული სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადების ფონზე გაიმართა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მოლაპარაკებები საერთაშორისო გაცვლის ცენტრში გაიმართა. შეხვედრამდე ორი ქვეყნის ლიდერმა სამიტის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და კირილ დმიტრიევი — რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, ასევე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი.
ამერიკულ მხარეს წარმოდგენდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.
წინა დღეს, სამიტის მონაწილეთა ფოტოგადაღებამდე, პუტინსა და ტრამპს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა. ისინი ერთმანეთს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის თანდასწრებით მიესალმნენ და რამდენიმე ფრაზა გაცვალეს.
19 ნოემბერს ასევე დაგეგმილია რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერთა პირველი სამმხრივი შეხვედრა. ის გაიმართება სახელმწიფო რეზიდენციაში „ცილინ შენჭენში“ (Qilin Shanzhuang) — რომლის სახელწოდება უკავშირდება ჩინურ მითოლოგიურ არსება ცილინს, რომელიც კეთილდღეობისა და დღეგრძელობის სიმბოლოს წარმოადგენს.
APEC-ის სამიტი შენჭენში 18-19 ნოემბერს იმართება. ორგანიზაცია აერთიანებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 21 სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთს.