გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება

© Courtesy of Giorgi Zurabashviliგიორგი ზურაბაშვილი
გიორგი ზურაბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში 21 ოქტომბერს დანიშნა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია ტელეარხ „იმედს" საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
ეს გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა იქნება.
16 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან, მისი ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება", - აღნიშნეს განცხადებაში.
ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში 21 ოქტომბერს დანიშნა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.
პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0