თაღლითობის ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ქალი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის მისაღებად ერთ-ერთ კომპანიას მიმართა. ბრალდებულმა, რომელიც აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივი მფლობელი იყო, მოქალაქე დაარწმუნა, რომ შეთანხმებულ სამუშაოებს შეასრულებდა, რის საფუძველზეც მოქალაქემ ავანსის სახით კომპანიის საბანკო ანგარიშზე 24 ათასი ლარი ჩარიცხა.
შეთანხმების მიუხედავად, ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მიღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0