ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს: პაპუაშვილი მონტენეგროში არსებულ ვითარებაზე

© State Security Service of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
პარლამენტის სპიკერმაბ მონტენეგროს საკონსტიტუციო რეფორმაში ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობა დაინახა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საუბარია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებისა და მთავრობის წევრების კეთილსინდისიერების სავალდებულო შემოწმებას, კერძოდ — ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გამოვლენის მიზნით. გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო სისტემისა და მთავრობის კანდიდატების შემოწმების შესახებ კანონების პარლამენტის ხმათა ორი მესამედით, უმრავლესობით მიღებას.
„აქამდე თუ საუბარი მოსამართლეებსა და პროკურორებზე მიდიოდა, ახლა ვხედავთ, რომ მონტენეგროს კონსტიტუციაში შედის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ გარკვეულ ჯგუფს დაევალება გადაამოწმოს, რამდენად კეთილსინდისიერად მოიპოვა გამარჯვება ამა თუ იმ პარტიამ. ეს გავლენას მოახდენს დემოკრატიულ არჩევანზე“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მონტენეგროში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს ბრიუსელის ევროკავშირისადმი მცდარ მიდგომას.
„ეს არის სწორედ ევროკავშირის საბჭოთა კავშირისკენ წაყვანა, სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი, მის წევრ რესპუბლიკებს უთითებდა, ვინ უნდა ყოფილიყო ცეკას პირველი მდივანი, მეორე მდივანი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს გარე კონტროლის დამყარებას მთავრობაზე, სასამართლო სისტემასა და მონტენეგროს მართვაზე პასუხისმგებელ სხვა სტრუქტურებზე.
„სწორედ ეს სულისკვეთებაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში. მონტენეგროში ცვლილებები, რომელიც ბრიუსელიდან არის მითითებული, სწორედ იმაზეა მიმართული, რომ სრულად იყოს გავლენის ქვეშ მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემა და ყველაფერი, რაც ქვეყნის მმართველობაზე არის პასუხისმგებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს 2012 წლის ივნისიდან აწარმოებს. ქვეყანამ 33-ვე მოსალაპარაკებელი თავი გახსნა, რომელთაგან 23 წინასწარ დახურულია. ევროკომისიის შეფასებით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკვე 2026 წლის ბოლომდე დასრულდეს, იმ პირობით, რომ აუცილებელი რეფორმები გატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0