https://sputnik-georgia.com/20261118/papuashvili-evrokavshiri-evropasa-da-azias-shoris-xidis-dawvas-cdilobs-301799923.html
პაპუაშვილი: ევროკავშირი ევროპასა და აზიას შორის ხიდის დაწვას ცდილობს
პაპუაშვილი: ევროკავშირი ევროპასა და აზიას შორის ხიდის დაწვას ცდილობს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ევროპელი ჩინოვნიკები არათანმიმდევრულობას ავლენენ, როდესაც დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის საკითხებს საქართველოს მონაწილეობის გარეშე... 18.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-18T20:39+0400
2026-11-18T20:39+0400
2026-11-18T20:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569021_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_c0bf04b4df635b13e9438a2145134fb0.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირი, საქართველოსთან ბრძოლით, ცდილობს დაწვას ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მინისტერიალზე თბილისის მიწვევასთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას. საქართველომ უარი განაცხადა 16 ნოემბერს ბრიუსელში დაკავშირებადობისა და რეგიონთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ მინისტერიალში მონაწილეობაზე - საქართველო ღონისძიებაზე ელჩის დონეზე მიიწვიეს, რამაც ოფიციალური თბილისი არ დააკმაყოფილა.მისი თქმით, ევროპელი ჩინოვნიკები არათანმიმდევრულობას ავლენენ, როდესაც დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის საკითხებს საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს ამ მარშრუტის მნიშვნელოვან ნაწილს.„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწვევა არ მიგვიღია. მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისთვის და აპარატის უფროსის მძღოლისთვის – ეს არ არის მოწვევა. როდესაც მინისტერიალი ტარდება, უნდა მიიწვიონ მინისტრი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა საერთოდ არ მიგვიღია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მან ასეთ მიდგომას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობის გამოვლინება უწოდა და ევროპელი წარმომადგენლების განცხადებებში არსებულ წინააღმდეგობაზე მიანიშნა.„ჩვენ მოვისმინეთ მათი განცხადებები: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ შეიძლება საქართველოზე საუბარი საქართველოს გარეშე? ეს მათ არათანმიმდევრულობასა და ფარისევლობას აჩვენებს. ეს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაა – საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი სუვერენიტეტის გაუთვალისწინებლად“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.პაპუაშვილმა ცალკე გააკრიტიკა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი და განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კონფრონტაციულ ხასიათს ატარებს.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კალასი და ბრიუსელის ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი გეგმებითა და მიზნებით ხელმძღვანელობენ და არ აინტერესებთ თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენონ მათმა ქმედებებმა თავად ევროკავშირს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569021_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_4508ed398ec1c97bfbce098d92105c2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, შალვა პაპუაშვილი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: ევროკავშირი ევროპასა და აზიას შორის ხიდის დაწვას ცდილობს
20:39 18.11.2026 (განახლებულია: 20:53 18.11.2026) პოლიტიკოსის თქმით, ევროპელი ჩინოვნიკები არათანმიმდევრულობას ავლენენ, როდესაც დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის საკითხებს საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილავენ
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირი, საქართველოსთან ბრძოლით, ცდილობს დაწვას ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მინისტერიალზე თბილისის მიწვევასთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას.
საქართველომ უარი განაცხადა 16 ნოემბერს ბრიუსელში დაკავშირებადობისა და რეგიონთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ მინისტერიალში მონაწილეობაზე - საქართველო ღონისძიებაზე ელჩის დონეზე მიიწვიეს, რამაც ოფიციალური თბილისი არ დააკმაყოფილა.
„ვითარებას მარტივად რომ შევხედოთ: შუა დერეფანსა და დაკავშირებადობაზე თუ ვსაუბრობთ, წარმოიდგინეთ, ორ კუნძულს – ევროპას და აზიას ერთმანეთთან საქართველო, საქართველოს ხიდი აკავშირებს. როდესაც საქართველოს ბრუსელის ბიუროკრატია ებრძვის, ამ ხიდის დაწვას ცდილობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპელი ჩინოვნიკები არათანმიმდევრულობას ავლენენ, როდესაც დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის საკითხებს საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს ამ მარშრუტის მნიშვნელოვან ნაწილს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწვევა არ მიგვიღია. მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისთვის და აპარატის უფროსის მძღოლისთვის – ეს არ არის მოწვევა. როდესაც მინისტერიალი ტარდება, უნდა მიიწვიონ მინისტრი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა საერთოდ არ მიგვიღია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასეთ მიდგომას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობის გამოვლინება უწოდა და ევროპელი წარმომადგენლების განცხადებებში არსებულ წინააღმდეგობაზე მიანიშნა.
„ჩვენ მოვისმინეთ მათი განცხადებები: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ შეიძლება საქართველოზე საუბარი საქართველოს გარეშე? ეს მათ არათანმიმდევრულობასა და ფარისევლობას აჩვენებს. ეს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაა – საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი სუვერენიტეტის გაუთვალისწინებლად“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა ცალკე გააკრიტიკა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი და განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კონფრონტაციულ ხასიათს ატარებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კალასი და ბრიუსელის ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი გეგმებითა და მიზნებით ხელმძღვანელობენ და არ აინტერესებთ თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენონ მათმა ქმედებებმა თავად ევროკავშირს.