სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
შემოწმების პროცესში სამართალდამცველები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა. ახალი რეგულაციის შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმების პროცესში სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვები ნორმის – 100 დეციბალის გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.
იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობით ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ქულების 30 ქულით შემცირებას.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0