თბილისში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს

© Courtesy of Tbilisi City Hall ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
გამოწერა
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება 1996 წლიდან.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავიანთი თემების კულტურული ტრადიციები და ისტორიული მემკვიდრეობა წარმოადგინეს.
ღონისძიება საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა თბილისში სხვადასხვა კულტურის, ეთნიკური ჯგუფისა და რელიგიის წარმომადგენელთა მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. მისი თქმით, სწორედ ეს კულტურული მრავალფეროვნება განსაზღვრავს დედაქალაქის უნიკალურ ხასიათსა და იდენტობას, ხოლო ამ ტრადიციის შენარჩუნება საერთო პასუხისმგებლობაა.
„თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა წარმომავლობის, აღმსარებლობისა და ტრადიციების მქონე ადამიანები არა მხოლოდ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, არამედ ერთად ქმნიდნენ ქალაქის კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჩვენი მოვალეობაა, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ეს ტრადიცია“, – განაცხადა აბაშიძემ.
© Courtesy of Tbilisi City Hall ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
Международный день толерантности в Сакребуло - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
ღონისძიების ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილმა დედაქალაქის მრავალეთნიკური საზოგადოების მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აბაშიძეს საპატიო სიგელი „ტოლერანტობის ქომაგი“ გადასცა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის სათათბირო ორგანოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა უკვე 11 წელია გრძელდება და ტრადიციად იქცა.
© courtesy of Arno Khidirbegishviliტოლერანტობის საერთაშორისო დღე
В Сакребуло Тбилиси отметили Международный день толерантности - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას ურთიერთპატივისცემის, სიყვარულისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. თბილისი უბრალოდ ქალაქი არ არის, ეს ჩვენი მეხსიერება, ჩვენი ცნობიერება და ჩვენი იდენტობაა. იგი სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და ეთნოსის თანაცხოვრების შესანიშნავი მაგალითია“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.
© Courtesy of Tbilisi City Hall ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
Международный день толерантности в Сакребуло - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
თამარ მეფის სახელობის დარბაზში მოეწყო თემატური ექსპოზიციები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ყოფას, ისტორიულ და მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს დეპუტატები, ეთნიკური თემების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
© Courtesy of Tbilisi City Hall ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
Международный день толерантности в Сакребуло - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
საზეიმო პროგრამა ანსამბლ „ნერგების“ მიერ შესრულებული ქართული ცეკვით გაიხსნა და სიმღერა „თბილისოთი“ დასრულდა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება 1996 წლიდან.
ყველა ახალი ამბავი
0