https://sputnik-georgia.com/20261117/sardjveladze-paciebtis-interesi-upirvelesia-301762708.html
ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტის ინტერესები უპირველესია
ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტის ინტერესები უპირველესია
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, მედიცინის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო... 17.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-17T14:00+0400
2026-11-17T14:00+0400
2026-11-17T14:00+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/11/301752991_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_5326cce4312ef077996ae922b0283dcc.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილაბ ჯანდაცვის სფეროში საჯარო და კერძო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.მისი თქმით, მედიცინის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას. ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.ბრძოლა ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან2023 წლის იანვარში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებისთვის მაქსიმალური რეფერენტული ფასების ზღვარის დაწესება დაიწყო. ამ ნაბიჯით სახელმწიფო ცდილობს, აღკვეთოს პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტების ფასები მათ თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით 200–300%-ით იზრდება.რეფორმა საქართველოშისაქართველოში ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან ბრძოლა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის კვლევის შემდეგ დაიწყო, რომლის თანახმადაც მომწოდებლები მედიკამენტებზე ფასებს ხელოვნურად ზრდიან. რეფორმის მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და წამლებზე ფასების შემცირებაა.სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს აფთიაქების ფასნამატების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. დანარჩენ მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.წესების თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დასახელებათა ნუსხაში დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, ისინი დაჯარიმდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/11/301752991_105:0:1526:1066_1920x0_80_0_0_4b4588bb33b5cdeb8ed8a0b7e6d1fbb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტის ინტერესები უპირველესია
მინისტრის თქმით, მედიცინის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილაბ ჯანდაცვის სფეროში საჯარო და კერძო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
მისი თქმით, მედიცინის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.
პანელურ დისკუსიაზე სარჯველაძემ დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება ფარმაცევტული პროდუქტების ფასწარმოქმნის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური თანამშრომლობა და მუდმივი კომუნიკაცია, რათა ფასებთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ იყოს შესწავლილი და გათვალისწინებული.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას. ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბრძოლა ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან
2023 წლის იანვარში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებისთვის მაქსიმალური რეფერენტული ფასების ზღვარის დაწესება დაიწყო. ამ ნაბიჯით სახელმწიფო ცდილობს, აღკვეთოს პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტების ფასები მათ თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით 200–300%-ით იზრდება.
საქართველოში ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან ბრძოლა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის კვლევის შემდეგ დაიწყო, რომლის თანახმადაც მომწოდებლები მედიკამენტებზე ფასებს ხელოვნურად ზრდიან. რეფორმის მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და წამლებზე ფასების შემცირებაა.
სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს აფთიაქების ფასნამატების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. დანარჩენ მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
წესების თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დასახელებათა ნუსხაში დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, ისინი დაჯარიმდებიან.