საქართველოში ავტომობილების რეექსპორტზე ახალი საბაჟო მოსაკრებელი დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerელექტრომობილების გამოფენა
ელექტრომობილების გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
გამოწერა
ახალი მოსაკრებელი არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტზე, რომელიც ხორციელდება დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ.
თბილისი 17 ნოემბერი — Sputnik. შემოსავლების სამსახურმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე 450 ლარის მოსაკრებელი დააწესა - ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც დღეიდან 16 ნოემბრიდან ამოქმედდა.
ამ დრომდე ავტომობილების რეექსპორტის ოპერაციისთვის თანხის გადახდა ხდებოდა შსს-ის მომსახურების სააგენტოში, რაც დაახლოებით 600 ლარი ღირდა, დღეიდან კი მას 450 ლარი დაემატა.
„სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით", - ნათქვამია დადგენილებაში.
ამჟამად საქართველოდან სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი კლების ტენდენციას აჩვენებს.
2026 წლის 9 თვეში უცხოეთში რეექსპორტზე 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა.
მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით შემცირდა. ავტოექსპორტის კლება დაკავშირებულია უმსხვილეს ბაზრებზე - ყირგიზეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირებასთან.
ყველა ახალი ამბავი
0