https://sputnik-georgia.com/20261117/arevladze-chineli-importiorebistvis-savachro-misia-gaimarteba-301769613.html
არველაძე: საქართველოში ჩინელი იმპორტიორებისთვის მასშტაბური სავაჭრო მისია გაიმართება
არველაძე: საქართველოში ჩინელი იმპორტიორებისთვის მასშტაბური სავაჭრო მისია გაიმართება
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, სავაჭრო მისია, რომელსაც მთავრობა გეგმავს, ემსახურება კონკრეტულად ჩინეთიდან მსხვილი იმპორტიორების, შემსყიდველების, დისტრიბუტორების... 17.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-17T17:37+0400
2026-11-17T17:37+0400
2026-11-17T17:37+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/88/247928804_0:0:1049:591_1920x0_80_0_0_de1144cda88cdd03c5b0ed39feaf938f.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2027 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის სავაჭრო მისიის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჩინეთის მსხვილი შემსყიდველები და დისტრიბუტორები მიიღებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.ჩინეთი საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა. იანვარ–სექტემბერში ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,1%-ით მეტია. როგორც საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, ქართველი ბიზნესმენები ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით არიან დაინტერესებულნი, რისთვისაც მთავრობისგან დიდ მხარდაჭერას იღებენ.მისი თქმით, სავაჭრო მისია, რომელსაც მთავრობა გეგმავს, ემსახურება კონკრეტულად ჩინეთიდან მსხვილი იმპორტიორების, შემსყიდველების, დისტრიბუტორების საქართველოში ჩამოყვანას.„ისინი პირდაპირ კონტაქტს დაამყარებენ უკვე საქართველოში და გაიცნობიან წარმოებებს, უშუალოდ ფაბრიკებში მოხდება მათი ვიზიტები და დათვალიერება იმ შესაძლებლობების, რომელიც ქართველი ექსპორტიორებს აქვთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის თემაზე საუბრისას არველაძემ აღნიშნა, რომ წელს, ექსპო-შანხაის პარალელურად, საქართველოს დელეგაციას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა სავაჭრო მისია.დაახლოებით 50-მდე კომპანია მონაწილეობდა და B2B-შეხვედრები დაორგანიზდა, სადაც კონკრეტული საუბრები შედგა ორ მხარეს შორის.ამასთან, გენადი არველაძის თქმით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ვაჭრობის საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად იმუშავებს სამთავრობო დონეზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კონტაქტების დასამყარებლად.როგორც არველაძემ აღნიშნა, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს ქართველ მეწარმეებს ჩინურ ბაზარზე წვდომის მოპოვებაში.„ვეხმარებით კონტაქტების მოძიებაში, ამ შემთხვევაში კომერციის სამინისტრო, როგორც აღვნიშნე, გახლავთ ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც მსგავსი ტიპის კონტაქტების მოძიებაში გვეხმარება, მათ დაკავშირებადობაში და ეს არის ძირითადად ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო მხრიდან", - განაცხადა არველაძემ.რა მოიტანა სტრატეგიულმა პარტნიორობამარველაძის თქმით, 2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობიდან 2026 წელს ყოვლისმომცველ პარტნიორობაზე გადასვლა თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას თანმიმდევრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვა რეალურ ეკონომიკურ სარგებელზე ორიენტირებით.„ამის ცოცხალი მაგალითია პირდაპირი რეისები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან გვაქვს. ჩვენ ასევე ველით პირდაპირი ავიარეისების დაწყებას თბილისის მიმართულებით ჩინეთის ახალი ქალაქებიდან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს უვიზო რეჟიმი, რომელიც კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული, რამაც ტურისტული მაჩვენებლები ხუთჯერ გაზარდა, და გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა“, – აღნიშნა არველაძემ.გენადი არველაძის თქმით, თბილისი მიზნად ისახავს, თავის ყველა საკვანძო პარტნიორთან — მათ შორის, ევროკავშირთან და აშშ-სთან — ორმხრივ ურთიერთობებში მსგავსი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების მიღწევას.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/88/247928804_117:0:1049:699_1920x0_80_0_0_8ba74f7ab032013341e6e33d3236cbf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
არველაძე: საქართველოში ჩინელი იმპორტიორებისთვის მასშტაბური სავაჭრო მისია გაიმართება
მინისტრის მოადგილის თქმით, სავაჭრო მისია, რომელსაც მთავრობა გეგმავს, ემსახურება კონკრეტულად ჩინეთიდან მსხვილი იმპორტიორების, შემსყიდველების, დისტრიბუტორების საქართველოში ჩამოყვანას.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2027 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის სავაჭრო მისიის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჩინეთის მსხვილი შემსყიდველები და დისტრიბუტორები მიიღებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
ჩინეთი საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა. იანვარ–სექტემბერში ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,1%-ით მეტია. როგორც საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, ქართველი ბიზნესმენები ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით არიან დაინტერესებულნი, რისთვისაც მთავრობისგან დიდ მხარდაჭერას იღებენ.
„ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული გეგმა, უკვე პირველი კვარტალის ბოლომდე საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სავაჭრო მისია დავაორგანიზოთ. ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ – კომერციის სამინისტრო არის ის პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, სავაჭრო მისია, რომელსაც მთავრობა გეგმავს, ემსახურება კონკრეტულად ჩინეთიდან მსხვილი იმპორტიორების, შემსყიდველების, დისტრიბუტორების საქართველოში ჩამოყვანას.
„ისინი პირდაპირ კონტაქტს დაამყარებენ უკვე საქართველოში და გაიცნობიან წარმოებებს, უშუალოდ ფაბრიკებში მოხდება მათი ვიზიტები და დათვალიერება იმ შესაძლებლობების, რომელიც ქართველი ექსპორტიორებს აქვთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის თემაზე საუბრისას არველაძემ აღნიშნა, რომ წელს, ექსპო-შანხაის პარალელურად, საქართველოს დელეგაციას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა სავაჭრო მისია.
დაახლოებით 50-მდე კომპანია მონაწილეობდა და B2B-შეხვედრები დაორგანიზდა, სადაც კონკრეტული საუბრები შედგა ორ მხარეს შორის.
ამასთან, გენადი არველაძის თქმით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ვაჭრობის საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად იმუშავებს სამთავრობო დონეზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კონტაქტების დასამყარებლად.
„სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომ ხელი შევუწყოთ კონტაქტების დამყარებას - პირდაპირ ექსპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან ჩვენი ბიზნესების დაკავშირებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხშირად ეს არის ბიზნესის მოთხოვნა, მათი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადა არველაძემ.
როგორც არველაძემ აღნიშნა, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს ქართველ მეწარმეებს ჩინურ ბაზარზე წვდომის მოპოვებაში.
„ვეხმარებით კონტაქტების მოძიებაში, ამ შემთხვევაში კომერციის სამინისტრო, როგორც აღვნიშნე, გახლავთ ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც მსგავსი ტიპის კონტაქტების მოძიებაში გვეხმარება, მათ დაკავშირებადობაში და ეს არის ძირითადად ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო მხრიდან", - განაცხადა არველაძემ.
რა მოიტანა სტრატეგიულმა პარტნიორობამ
არველაძის თქმით, 2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობიდან 2026 წელს ყოვლისმომცველ პარტნიორობაზე გადასვლა თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას თანმიმდევრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვა რეალურ ეკონომიკურ სარგებელზე ორიენტირებით.
„ამის ცოცხალი მაგალითია პირდაპირი რეისები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან გვაქვს. ჩვენ ასევე ველით პირდაპირი ავიარეისების დაწყებას თბილისის მიმართულებით ჩინეთის ახალი ქალაქებიდან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს უვიზო რეჟიმი, რომელიც კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული, რამაც ტურისტული მაჩვენებლები ხუთჯერ გაზარდა, და გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა“, – აღნიშნა არველაძემ.
გენადი არველაძის თქმით, თბილისი მიზნად ისახავს, თავის ყველა საკვანძო პარტნიორთან — მათ შორის, ევროკავშირთან და აშშ-სთან — ორმხრივ ურთიერთობებში მსგავსი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების მიღწევას.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.