https://sputnik-georgia.com/20261115/ristvis-icheren-mozardebs-301724696.html
ქურდობა, ძარცვა, ძალადობა: არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში
ქურდობა, ძარცვა, ძალადობა: არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში
Sputnik საქართველო
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. 15.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-15T11:39+0400
2026-11-15T11:39+0400
2026-11-15T11:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23152/09/231520979_207:191:967:619_1920x0_80_0_0_2854c3c6138d80d9b5f80e90d9816409.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 600 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 18 წლამდე 959 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.თუმცა, დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვნების თანამონაწილეობა ან ჩაბმა ზრდასრული დამნაშავეებისთვის ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქცა და მათთვის სასჯელის გაზრდას იწვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23152/09/231520979_223:169:887:667_1920x0_80_0_0_4bb6e57adba28e8c6ecc223152f9c5a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
ქურდობა, ძარცვა, ძალადობა: არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 600 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 18 წლამდე 959 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
თუმცა, დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვნების თანამონაწილეობა ან ჩაბმა ზრდასრული დამნაშავეებისთვის ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქცა და მათთვის სასჯელის გაზრდას იწვევს.