რა სხვაობაა სახელმწიფო და კერძო სექტორებში არსებულ ხელფასებს შორის

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
გასულ წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 1 895,4 ლარს, ხოლო არასახელმწიფო სექტორში - 2.301 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალოთვიური ანაზღაურება კერძოსთან შედარებით, 400 ლარით ნაკლები იყო, იუწყება მედიაპლატფორმა BMG სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატის" მასალებზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, გასულ წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 1 895,4 ლარს, ხოლო არასახელმწიფო სექტორში - 2.301 ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო სექტორი
ყველაზე მაღალი ხელფასები დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 3 727,2 ლარი;
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 3 315,3 ლარი;
მშენებლობა - 3 138,3 ლარი.
ყველაზე დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1 163,9 ლარი;
განათლება - 1 337,5 ლარი;
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 354 ლარი.
არასახელმწიფო სექტორი
ყველაზე მაღალი ხელფასები დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 106,7 ლარი;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 056,6 ლარი;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 315 ლარი.
ყველაზე დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 231,3 ლარი;
განათლება - 1 631,7 ლარი;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1642,5 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0