პოლიციამ სამი პირის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა „ცხელ კვალზე" დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ მამაკაცი თბილისში დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0