https://sputnik-georgia.com/20261114/saqartvelo-baqosi-samxedro-wvrtnebsi-monawileobs-301714342.html
საქართველო ბაქოში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს
საქართველო ბაქოში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
რეგულარულად გამართული წვრთნის მიზანია რეგიონული ეკონომიკური პროექტებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის კუთხით ერთობლივი ქმედებების კოორდინაციის გაუმჯობესება 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T09:36+0400
2026-11-14T09:36+0400
2026-11-14T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23721/72/237217254_0:0:1383:778_1920x0_80_0_0_375a9e6a43d4e28d9727b6461fec3d2c.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბაქოში აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სწავლება „მარადისობა-2026“ (Eternity-2026) დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.12 ნოემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარებული სამეთაურო-საშტაბო სწავლების გახსნის ცერემონია.აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის სამხედრო თამაშების ცენტრში გამართულ წვრთნებში, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობენ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები.თავდაპირველად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, ვინც სამივე ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი გაწირა. შესრულდა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, გენერალ-მაიორმა, ვუგარ ალივერდიევმა ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ წვრთნებში სამივე ქვეყნიდან 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.აღინიშნა, რომ რეგულარულად გამართული წვრთნის მიზანია რეგიონული ეკონომიკური პროექტებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის კუთხით ერთობლივი ქმედებების კოორდინაციის გაუმჯობესება, ასევე ბუნებრივი რესურსების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეთა ოპერატიული და ანალიტიკური უნარების განვითარება.ცერემონიის მონაწილეებს გამოსვლების შემდეგ გააცნეს დეტალური ინფორმაცია წვრთნების მიზნების, დასმული ამოცანების და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის შესახებ.კომპიუტერული მხარდაჭერით გამართული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთქმედების გაფართოებასა და გამოცდილების გაზიარებას, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი რეგულარულად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამ ქვეყნების სპეციალური დანიშნულების ძალების მონაწილეობით გამართული უახლესი მასშტაბური საველე მანევრები, სახელწოდებით „კავკასიის არწივი“, 2026 წლის ივნისში, საქართველოში, მუხროვანის ბაზაზე დასრულდა.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23721/72/237217254_73:0:1140:800_1920x0_80_0_0_884f5b8c947ca732c00bd9d0749168c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, კავკასია
საქართველო ბაქოში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს
რეგულარულად გამართული წვრთნის მიზანია რეგიონული ეკონომიკური პროექტებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის კუთხით ერთობლივი ქმედებების კოორდინაციის გაუმჯობესება
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბაქოში აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სწავლება „მარადისობა-2026“ (Eternity-2026) დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
12 ნოემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარებული სამეთაურო-საშტაბო სწავლების გახსნის ცერემონია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის სამხედრო თამაშების ცენტრში გამართულ წვრთნებში, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობენ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები.
თავდაპირველად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, ვინც სამივე ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი გაწირა. შესრულდა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, გენერალ-მაიორმა, ვუგარ ალივერდიევმა ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ წვრთნებში სამივე ქვეყნიდან 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
აღინიშნა, რომ რეგულარულად გამართული წვრთნის მიზანია რეგიონული ეკონომიკური პროექტებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის კუთხით ერთობლივი ქმედებების კოორდინაციის გაუმჯობესება, ასევე ბუნებრივი რესურსების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეთა ოპერატიული და ანალიტიკური უნარების განვითარება.
ცერემონიის მონაწილეებს გამოსვლების შემდეგ გააცნეს დეტალური ინფორმაცია წვრთნების მიზნების, დასმული ამოცანების და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის შესახებ.
კომპიუტერული მხარდაჭერით გამართული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთქმედების გაფართოებასა და გამოცდილების გაზიარებას, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი რეგულარულად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამ ქვეყნების სპეციალური დანიშნულების ძალების მონაწილეობით გამართული უახლესი მასშტაბური საველე მანევრები, სახელწოდებით „კავკასიის არწივი“, 2026 წლის ივნისში, საქართველოში, მუხროვანის ბაზაზე დასრულდა.