https://sputnik-georgia.com/20261114/ra-xdeba-batumis-uzravi-qonebi-bazarze-301719567.html
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
Sputnik საქართველო
პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) ტრანზაქციების რაოდენობა 3,6%-ით შემცირდა და ჯამში 5.424 ბინა შეადგინა 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T19:01+0400
2026-11-14T19:01+0400
2026-11-14T19:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
აჭარა
საქართველოს ეკონომიკა
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0e/289889511_0:214:1600:1114_1920x0_80_0_0_d8374054c500b35ed60420498ea9c0c8.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა - გაიყიდა 10.883 ბინა, ნათქვამია კომპანია Galt & Taggart-ს მიმოხილვაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2026 წლის რვა თვეში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა: გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. ეს ზრდა განაპირობა ახალი, მასშტაბური პროექტების წამოწყებამ, ასევე ადგილობრივი და უცხოელი მყიდველების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ — ტენდენციამ, რომელიც ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობასა და დეველოპერების მხრიდან უფრო აქტიურ მარკეტინგულ ძალისხმევაზე მიუთითებს.პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) ტრანზაქციების რაოდენობა 3,6%-ით შემცირდა და ჯამში 5.424 ბინა შეადგინა. მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრეების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) გაყიდვები 11,8%-ით გაიზარდა — სულ გაიყიდა 5.459 ბინა.კვლევის თანახმად, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც 4.417 ბინა გაიყიდა. ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1.798 აშშ დოლარი შეადგინა.ამასთან, აღნიშნულ პერიოდში კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1.986 დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0e/289889511_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_f6022d40760e0c0dcff534d8a3cdb3a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) ტრანზაქციების რაოდენობა 3,6%-ით შემცირდა და ჯამში 5.424 ბინა შეადგინა
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა - გაიყიდა 10.883 ბინა, ნათქვამია კომპანია Galt & Taggart-ს მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2026 წლის რვა თვეში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა: გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. ეს ზრდა განაპირობა ახალი, მასშტაბური პროექტების წამოწყებამ, ასევე ადგილობრივი და უცხოელი მყიდველების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ — ტენდენციამ, რომელიც ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობასა და დეველოპერების მხრიდან უფრო აქტიურ მარკეტინგულ ძალისხმევაზე მიუთითებს.
პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) ტრანზაქციების რაოდენობა 3,6%-ით შემცირდა და ჯამში 5.424 ბინა შეადგინა. მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრეების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) გაყიდვები 11,8%-ით გაიზარდა — სულ გაიყიდა 5.459 ბინა.
კვლევის თანახმად, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც 4.417 ბინა გაიყიდა. ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1.798 აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1.986 დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2%-ით მეტია.