https://sputnik-georgia.com/20261114/nacmozraobam-tavad-daadastura-sasamartlosi-rom-asakrzalia-qartuli-ocneba-301717134.html
„ნაცმოძრაობამ“ თავად დაადასტურა სასამართლოში რომ ასაკრძალია - „ქართული ოცნება“
„ნაცმოძრაობამ“ თავად დაადასტურა სასამართლოში რომ ასაკრძალია - „ქართული ოცნება“
Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავს; „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკური წყობის დამხობაში ადანაშაულებს. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T13:09+0400
2026-11-14T13:09+0400
2026-11-14T13:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_756afc86e6ed0688d035094168f16274.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტია „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებამ ამ პარტიის აკრძალვის აუცილებლობა დაადასტურა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის დიალოგს. კერძოდ, გოცირიძემ წითლიძეს ჰკითხა: „ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება არის თუ არა?“ რაზეც წითლიძემ უპასუხა: „საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ, როდესაც სპეცრაზმი ურტყამს“.იგივე აზრისაა მმართველი პარტიის სხვა ლიდერი არჩილ გორდულაძე, რომელიც მას საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს. „მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი“, - განაცხადა გორდულაძემ.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“, „ფედერალისტების“ და „გახარია-საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საკითხს.პარტიების აკრძალვის მიზეზად დასახელებულია ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.ამჟამად სასამართლოში მხარეთა გამოკითხვები მიმდინარეობს. მოსამართლეების კითხვებზე უკვე უპასუხეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_1268cf3631f939c43d726bfeae95bf4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ნაცმოძრაობამ“ თავად დაადასტურა სასამართლოში რომ ასაკრძალია - „ქართული ოცნება“
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავს; „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკური წყობის დამხობაში ადანაშაულებს.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტია „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებამ ამ პარტიის აკრძალვის აუცილებლობა დაადასტურა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის დიალოგს. კერძოდ, გოცირიძემ წითლიძეს ჰკითხა: „ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება არის თუ არა?“ რაზეც წითლიძემ უპასუხა: „საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ, როდესაც სპეცრაზმი ურტყამს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაადასტურეს, რომ ძალადობას პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ საშუალებად მიიჩნევენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
იგივე აზრისაა მმართველი პარტიის სხვა ლიდერი არჩილ გორდულაძე, რომელიც მას საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს. „მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი“, - განაცხადა გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“, „ფედერალისტების“ და „გახარია-საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საკითხს.
პარტიების აკრძალვის მიზეზად დასახელებულია ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ამჟამად სასამართლოში მხარეთა გამოკითხვები მიმდინარეობს. მოსამართლეების კითხვებზე უკვე უპასუხეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“.