მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გაათავისუფლეს - აბუ-დაბიში ახალი ბრძოლა ჩაინიშნა

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
მერაბ დვალიშვილი თავდამსხმელების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას არ აპირებს
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მის მოგვარებაში მონაწილეობდა. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
11 ნოემბერს მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ის (Real American Freestyle) პრომოუშენისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა საბა ლაზიშვილმა დაზიანებები მიიღეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაპირისპირების შემდეგ დვალიშვილი, ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი და დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.
მერაბ დვალიშვილის და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების შესახებ პარასკევს საღამოს გახდა ცნობილი.
ქართველმა სპორტსმენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებსაც გაათავისუფლებენ, ის საჩივრის შეტანას არ აპირებს.

„მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გამათავისუფლეს. თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელი ვარ და მზად ვარ.მინდა, მადლობა გადავუხადო აბუ დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარა. მიყვარს აბუ დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ კარგად მხვდებიან. იმედი მაქვს, ყველას გაათავისუფლებენ. ჩემი მხრიდან საჩივარს არ შევიტან. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა. მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – დაწერა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში.

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდამსხმელებს, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრებს კი ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300.000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დეპორტაცია შეეფარდათ.
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
დვალიშვილის და ნურმაგომედოვის ჩხუბზე საამიროების და საქართველოს დიპლომატებმა ისაუბრეს
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის ქართველ მოჭიდავე საბა ლაზიშვილს, მათ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის (დაახლოებით 13 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას თავად ის ორგანიზაცია (RAF) დაფარავს, რომლის ღონისძიების ფარგლებშიც სპორტსმენები აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ.
მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე, ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე მარლონ მორაესს დაუპირისპირდება. ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო უსმანის ძმას, უმარ ნურმაგომედოვსაც, მაგრამ ეს ჩხუბი არ მოხდება. Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალური გადაწყვეტილებით, 14 ნოემბერს უმარის ნაცვლად UFC-ს ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს საბა ლაზიშვილი დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0