https://sputnik-georgia.com/20261113/dvalisvilis-da-nurmagomedovis-cxubze-saqartvelos-da-saamiroebis-diplomatebma-isaubres-301708481.html
დვალიშვილის და ნურმაგომედოვის ჩხუბზე საამიროების და საქართველოს დიპლომატებმა ისაუბრეს
დვალიშვილის და ნურმაგომედოვის ჩხუბზე საამიროების და საქართველოს დიპლომატებმა ისაუბრეს
Sputnik საქართველო
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე... 13.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-13T20:12+0400
2026-11-13T20:12+0400
2026-11-13T20:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:133:1354:895_1920x0_80_0_0_477004560f24cadad136755b06ac704f.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს მერაბ დვალიშვილის და უსმან ნურმაგომედოვის ჩხუბი, ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.11 ნოემბერს მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ის (Real American Freestyle) პრომოუშენისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა საბა ლაზიშვილმა დაზიანებები მიიღეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაპირისპირების შემდეგ დვალიშვილი, ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი და დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.უწყების ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას სირ ბანი იასის ფორუმში, რომელიც 2026 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება.საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროებისაქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.022 წლის ზაფხულიდან ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:6:1354:1022_1920x0_80_0_0_dd96eeefc900c0ea6c966aea9bdf9ac4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დვალიშვილის და ნურმაგომედოვის ჩხუბზე საამიროების და საქართველოს დიპლომატებმა ისაუბრეს
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს მერაბ დვალიშვილის და უსმან ნურმაგომედოვის ჩხუბი, ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
11 ნოემბერს მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ის (Real American Freestyle) პრომოუშენისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა საბა ლაზიშვილმა დაზიანებები მიიღეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაპირისპირების შემდეგ დვალიშვილი, ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი და დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.
უწყების ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას სირ ბანი იასის ფორუმში, რომელიც 2026 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება.
საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
022 წლის ზაფხულიდან ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.