ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ორ ძალოვანს ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2026
გამოწერა
სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილ წევრსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილ თანამშრომელს, 2024 წლის 30 აპრილს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო, ხუთ-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ხაბეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები თავს ღამით დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცხვირი გაუტეხეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოხვდა, მას ასევე თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.
2026 წლის მაისში პოლიციამ დაადგინა, რომ თავდასხმის დროს ერთ-ერთი თავდამსხმელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი თანამშრომელი იყო, ხოლო მეორე — შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა სამსახური 2026 წლის მაისამდე დატოვა, ხოლო სუს-ის თანამშრომელი მუშაობას აგრძელებდა და თანამდებობა ბრალის წარდგენის შემდეგ დატოვა.
სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ყველა ახალი ამბავი
0