თავად ზრდიან რუსული გაზის შესყიდვებს, ჩვენგან კი ვაჭრობაზე უარის თქმას ითხოვენ: პაპუაშვილი

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
ევროპელი პარტნიორები თბილისს მოუწოდებდნენ, შეეზღუდა ვაჭრობა რუსეთთან, რაც ზიანი მიაყენებდა საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს, განსაკუთრებით მეღვინეობას და სოფლის მეურნეობას, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეზღუდოს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, თავად კი ზრდის რუსული ენერგორესურსების შესყიდვებს, რაც ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
განცხადება განაპირობა Euronews-ის რეპორტაჟმა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში არქტიკიდან მოწოდებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 8,7 მილიარდ ევრომდე დახარჯა. ეს 21%-ით მეტია 2025 წლის მთლიანი ხარჯების სავარაუდო მთლიან მაჩვენებელზე.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორები თბილისს მოუწოდებდნენ, შეეზღუდა ვაჭრობა რუსეთთან, რაც ზიანი მიაყენებდა საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს, განსაკუთრებით მეღვინეობას და სოფლის მეურნეობას.
„ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, რომ არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შესყიდვა რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის საწვავი და სხვა ენერგომატარებლები შემოეტანათ. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირი თვე-ნახევარში უხდის რუსეთს მარტო თხევად გაზში თანხას, რომელიც საქართველო-რუსეთის წლიური ვაჭრობის თანხას უტოლდება.
რუსეთიდან იმპორტი ჩვენთან წელიწადში არის დაახლოებით მილიარდ-ნახევარზე ცოტა მეტი. ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკავშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და, მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0