https://sputnik-georgia.com/20261113/saqartvelos-mtavrobam-2026-wlis-saxelmwifo-biujeti-gazrdis-mimartulebit-gadaxeda-301697405.html
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდის მიმართულებით გადახედა
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდის მიმართულებით გადახედა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები პირველი ცხრა თვის მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტის როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილების ანალიზის საფუძველზე... 13.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-13T09:37+0400
2026-11-13T09:37+0400
2026-11-13T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_b92cb37e2d323f344681601c13611ce6.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.როგორც პროექტის განმარტებითი ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა. ამ პროცესში გამოიკვეთა გარკვეული პროგრამებისთვის დამატებითი რესურსების საჭიროება; ამავდროულად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგიერთი პროგრამისთვის თავდაპირველად გამოყოფილი სახსრები აუთვისებელი დარჩა.„აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. იგი ითვალისწინებს დამატებითი საჭიროებების დაფინანსებას, ასევე არსებული რესურსების გადანაწილებას პრიორიტეტული პროგრამებისა და პროექტების სასარგებლოდ — იმ ინიციატივებისთვის, რომელთა განსახორციელებლადაც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი სახსრები გათვალისწინებული არ იყო“, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.განმარტებითი ბარათის თანახმად, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 116,1 მილიარდ ლარის დონეზეა ნავარაუდევი. ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსი აშშ დოლარს მიმართ 2,6 GEL/$1.კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი 1,3%-ის დონეზე განისაზღვრა, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 34,2%-ს შეადგენს.სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული პარამეტრებიწარდგენილი პროექტის მიხედვით, 2026 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, ადრე დამტკიცებულ პროექტთან შედარებით, 1,1 მილიარდი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 30,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.ამავდროულად, შემოსავლები 877 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში დაახლოებით 25,9 მილიარდ ლარს შეადგენს.რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, 2026 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, დაახლოებით 481,3 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში დაახლოებით 31,4 მილიარდ ლარს მიაღწევს.ვინ მიიღებს მეტ ფულსბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 50 მილიონით გაიზრდება. აღნიშნული თანხები იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპენსაციებს მოხმარდება.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 353,2 მილიონი ლარით გაიზრდება, საიდანაც 195 მილიონი ლარი მომავალ წელს პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ზოგადი განათლების დაფინანსების მიზნით, 6,1 მილიონი ლარით გაიზრდება, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე გათვალისწინებული ხარჯები 3,9 მილიონი ლარით შემცირდება.სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 35,8 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც სპორტული ფედერაციების დაფინანსებას, სპორტსმენთა ჯილდოებსა და სპორტული ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება.ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 417,4 მილიონ ლარს მიიღებს; ეს თანხა სოფლებში ინტერნეტის შეყვანას, ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და ჰიდროელექტროსადგურების განახლებას მოხმარდება.რეგიონული განვითარების სამინისტრო დამატებით 45,2 მილიონ ლარს მიიღებს გზების შეკეთების, სკოლების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_39:0:1372:1000_1920x0_80_0_0_aa2641be2a1dde5d19cd352549f68d0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდის მიმართულებით გადახედა
სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები პირველი ცხრა თვის მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტის როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
როგორც პროექტის განმარტებითი ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა. ამ პროცესში გამოიკვეთა გარკვეული პროგრამებისთვის დამატებითი რესურსების საჭიროება; ამავდროულად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგიერთი პროგრამისთვის თავდაპირველად გამოყოფილი სახსრები აუთვისებელი დარჩა.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. იგი ითვალისწინებს დამატებითი საჭიროებების დაფინანსებას, ასევე არსებული რესურსების გადანაწილებას პრიორიტეტული პროგრამებისა და პროექტების სასარგებლოდ — იმ ინიციატივებისთვის, რომელთა განსახორციელებლადაც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი სახსრები გათვალისწინებული არ იყო“, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.
2026 წელს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი
მაჩვენებელი | დამტკიცებული პროგნოზი | განახლებული პროგნოზი 2026 |
ეკონომიკური ზრდა, % | 5,0 | 6,8 |
დეფლატორი, % | 4,1 | 3,9 |
მშპ-ს მოცულობა, მლრდ ლარი | 104,4 | 116,1 |
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი | 30,3 | 30,8 |
სახბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-ს მიმართ | 2,5 | 1,3 |
ასიგნებები სახბიუჯეტში, % მშპ-ს მიმართ | 29,1 | 28,3 |
განმარტებითი ბარათის თანახმად, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 116,1 მილიარდ ლარის დონეზეა ნავარაუდევი. ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსი აშშ დოლარს მიმართ 2,6 GEL/$1.
კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი 1,3%-ის დონეზე განისაზღვრა, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 34,2%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული პარამეტრები
წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2026 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, ადრე დამტკიცებულ პროექტთან შედარებით, 1,1 მილიარდი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 30,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ამავდროულად, შემოსავლები 877 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში დაახლოებით 25,9 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული სპროგნოზო მაჩვენებლები, მლნ ლარი
შემოსულობები ბიუჯეტში | 30 290,8 | 30 839,2 |
საგადასახადო შემოსულობები | 23 030,0 | 23 890,0 |
გრანტები | 219,1 | 303,3 |
ასიგნებები | 30 881,4 | 31 362,7 |
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, 2026 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, დაახლოებით 481,3 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში დაახლოებით 31,4 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 50 მილიონით გაიზრდება. აღნიშნული თანხები იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპენსაციებს მოხმარდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 353,2 მილიონი ლარით გაიზრდება, საიდანაც 195 მილიონი ლარი მომავალ წელს პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ზოგადი განათლების დაფინანსების მიზნით, 6,1 მილიონი ლარით გაიზრდება, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე გათვალისწინებული ხარჯები 3,9 მილიონი ლარით შემცირდება.
სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 35,8 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც სპორტული ფედერაციების დაფინანსებას, სპორტსმენთა ჯილდოებსა და სპორტული ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება.
ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 417,4 მილიონ ლარს მიიღებს; ეს თანხა სოფლებში ინტერნეტის შეყვანას, ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და ჰიდროელექტროსადგურების განახლებას მოხმარდება.
რეგიონული განვითარების სამინისტრო დამატებით 45,2 მილიონ ლარს მიიღებს გზების შეკეთების, სკოლების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.