https://sputnik-georgia.com/20261113/saqartvelos-da-cinetis-mmartveli-partiebi-urtiertgagebis-memorands-gaaformeben-301705992.html
საქართველოსა და ჩინეთის მმართველი პარტიები ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ
საქართველოსა და ჩინეთის მმართველი პარტიები ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ
Sputnik საქართველო
ქადაგიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და მას ნაყოფიერი უწოდა. 13.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-13T16:43+0400
2026-11-13T16:43+0400
2026-11-13T16:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ქართული ოცნება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295651877_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_5032b5d788949b8ee38954c01a814398.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.ქადაგიშვილმა ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და მას ნაყოფიერი უწოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქი ხანგჭოუ, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთ მსხვილ ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და საქმიან ცენტრს, სადაც მუშაობს უამრავი კომპანია, მათ შორის ჩინური გიგანტი Alibaba, რომლის შტაბ-ბინაც ხანგჭოუში მდებარეობს.მისი თქმით, ქართულ დელეგაციას მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ჰქონდა ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზამკვლევებს.ქადაგიშვილის თქმით, შედგა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას.ამასთან, ქადაგიშვილმა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ხანგჭოუში, ტექნოლოგიურ კომპანიებში ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაინახეს ჩინეთის რეალური პოტენციალი.დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართული ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა ჩინურ ბიზნესთან. „ასე რომ, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით გვქონდა საინტერესო შეხვედრები და დავამყარეთ კარგი კავშირები“, - აღნიშნა მან.ქადაგიშვილის თქმით, ჭეძიანგის პროვინციის ქალაქ ხანგჭოუს დამეგობრება მოხდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან და ერთ-ერთ ქალაქთან.„გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში რეგიონებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მოქმედების დიდი არეალი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საქართველოსთვის და კონკრეტულად იმ რეგიონისთვის, ვისთანაც გაფორმდება მეგობრობის ხელშეკრულება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.ვიზიტის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც ისაუბრა.მისი თქმით, ჰანგჯოუში ვიზიტი იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რამხელა ტექნოლოგიურ პროგრესს მიაღწია ჩინეთმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართულმა მხარემ, კომპანიებმა, კერძო სექტორმა აქტიურად ითანამშრომლოს ჩინურ მხარესთან, რათა ის მიღწევები, ინოვაციები, რომლებიც ჩინეთს აქვს, მაქსიმალურად გაიზიარონ.მისი თქმით, ჩინეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის მაქსიმალურად განვითარებით, დაინტერესებულია საქართველოსთან საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების გაზრდით.როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჩინეთთან, ხოლო 2027 წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავს იზეიმებენ.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295651877_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a52fe1ebec897c999193c0d40f5378b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოსა და ჩინეთის მმართველი პარტიები ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ
ქადაგიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და მას ნაყოფიერი უწოდა.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილმა ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და მას ნაყოფიერი უწოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქი ხანგჭოუ, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთ მსხვილ ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და საქმიან ცენტრს, სადაც მუშაობს უამრავი კომპანია, მათ შორის ჩინური გიგანტი Alibaba, რომლის შტაბ-ბინაც ხანგჭოუში მდებარეობს.
„მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ქართულ დელეგაციას მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ჰქონდა ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზამკვლევებს.
ქადაგიშვილის თქმით, შედგა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას.
ამასთან, ქადაგიშვილმა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ხანგჭოუში, ტექნოლოგიურ კომპანიებში ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაინახეს ჩინეთის რეალური პოტენციალი.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ამ ქალაქში, რამეთუ ეს არის არა მხოლოდ ტრადიციისა და კულტურის მატარებელი ქალაქი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების. ამიტომ აქ ჩვენ დავინახეთ რეალური პოტენციალი, რაც ჩინეთს აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა მან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართული ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა ჩინურ ბიზნესთან. „ასე რომ, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით გვქონდა საინტერესო შეხვედრები და დავამყარეთ კარგი კავშირები“, - აღნიშნა მან.
ქადაგიშვილის თქმით, ჭეძიანგის პროვინციის ქალაქ ხანგჭოუს დამეგობრება მოხდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან და ერთ-ერთ ქალაქთან.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში რეგიონებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მოქმედების დიდი არეალი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საქართველოსთვის და კონკრეტულად იმ რეგიონისთვის, ვისთანაც გაფორმდება მეგობრობის ხელშეკრულება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ვიზიტის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც ისაუბრა.
მისი თქმით, ჰანგჯოუში ვიზიტი იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რამხელა ტექნოლოგიურ პროგრესს მიაღწია ჩინეთმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართულმა მხარემ, კომპანიებმა, კერძო სექტორმა აქტიურად ითანამშრომლოს ჩინურ მხარესთან, რათა ის მიღწევები, ინოვაციები, რომლებიც ჩინეთს აქვს, მაქსიმალურად გაიზიარონ.
„ვიზიტის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ. იყო არაერთი შეხვედრა ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე გვქონდა საუბარი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებასა და გაღრმავებაზე. სასიხარულოა, რომ ჩინურ მხარეს ასევე ზუსტად იგივე მიდგომა აქვს საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, ჩინეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის მაქსიმალურად განვითარებით, დაინტერესებულია საქართველოსთან საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების გაზრდით.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჩინეთთან, ხოლო 2027 წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავს იზეიმებენ.
„ამ საიუბილეო თარიღზე კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამახარაძემ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.