https://sputnik-georgia.com/20261113/saqartvelo-evropuli-usafrtxoebis-principebis-deklaracias-seuertda-301709758.html
საქართველო ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
საქართველო ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
Sputnik საქართველო
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოება უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული საზღვრების პატივისცემას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას და დავების მშვიდობიან... 13.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-13T20:51+0400
2026-11-13T20:51+0400
2026-11-13T20:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
ევროკავშირი
ევროპა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274902435_0:158:3081:1891_1920x0_80_0_0_7e5a95db78578e808f408fb2a5552459.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველო შეუერთდა ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ დეკლარაციას, რომელიც მიღებულ იქნა 12 ნოემბერს დუბლინში გამართული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის შემდეგ.სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.საქართველო მითითებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ხელმომწერებს შორის. დეკლარაციას მხარი დაუჭირა სულ 40 ქვეყანამ.დოკუმენტში დადასტურებულია ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მხარდაჭერა. დოკუმენტი ასევე აღიარებს თითოეული სახელმწიფოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო ურთიერთობები და თავად გადაწყვიტოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს.დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოება უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული საზღვრების პატივისცემას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას და დავების მშვიდობიან მოგვარებას.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. ხელმომწერმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნავიგაციის თავისუფლებისა და კომერციული საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, განსაკუთრებით შავ ზღვაში. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ყველა საზღვაო მარშრუტის შეუფერხებელი ფუნქციონირება გადამწყვეტია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის.სხვა პრიორიტეტებს შორის დასახელდა ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უკრაინას. ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მშვიდობის პირობები უკრაინის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.
საქართველო
საფრანგეთი
ევროკავშირი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274902435_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_57df66ab3ad385933ceca4dd7af76fa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , ევროკავშირი , ევროპა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , ევროკავშირი , ევროპა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველო ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოება უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული საზღვრების პატივისცემას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას და დავების მშვიდობიან მოგვარებას.
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველო შეუერთდა ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ დეკლარაციას, რომელიც მიღებულ იქნა 12 ნოემბერს დუბლინში გამართული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის შემდეგ.
სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.
საქართველო მითითებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ხელმომწერებს შორის. დეკლარაციას მხარი დაუჭირა სულ 40 ქვეყანამ.
დოკუმენტში დადასტურებულია ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მხარდაჭერა. დოკუმენტი ასევე აღიარებს თითოეული სახელმწიფოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო ურთიერთობები და თავად გადაწყვიტოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოება უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული საზღვრების პატივისცემას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას და დავების მშვიდობიან მოგვარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. ხელმომწერმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნავიგაციის თავისუფლებისა და კომერციული საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, განსაკუთრებით შავ ზღვაში. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ყველა საზღვაო მარშრუტის შეუფერხებელი ფუნქციონირება გადამწყვეტია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის.
სხვა პრიორიტეტებს შორის დასახელდა ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უკრაინას. ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მშვიდობის პირობები უკრაინის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.