ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები მზად არიან საქართველოსთან თანამშრომლობისთვის

© AFP 2024 / WANG ZHAOპეკინის საქმიანი ცენტრი
პეკინის საქმიანი ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 13 ნოემბერს დასრულდება.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებმა ჩინეთში ვიზიტის ბოლო დღეს ესტუმრნენ ორი ტექნოლოგიური გიგანტის, HIKvision და Dafeng Industry-ის ცენტრალურ ოფისებს, რომელთა მენეჯმენტი ქართულ მხარესთან თანამშრომლობით დაინტერესდა.
ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ქართული დელეგაცია გაეცნო HIKvision-ის - ვიდეომეთვალყურეობისა და უსაფრთხოების სისტემების ერთერთ უმსხვილეს მწარმოებლის - მუშაობას.
აღნიშნული კომპანია აწარმოებს სამეთვალყურეო კამერებს, სითბურ და ინოვაციურ ვიდეოაპარატურას, გზების, აეროპორტების, სავაჭრო ცენტრებისა და საჯარო სივრცეებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების სისტემებს, ხოლო წარმოებული ტექნიკა მსოფლიოს 120 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.
„HIKvision-ის მენეჯმენტმა გამოხატა მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან როგორც ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე პრაქტიკული პარტნიორობის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია HIKvisio-ს მონახულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გიგანტი ტექნოლოგიური ცენტრის, Dafeng Industry-ს სათავო ოფისს ესტუმრა. ეს არის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც აწარმოებს გახმოვანებისა და განათების კომბინირებულ სამუშაოებს, აწყობს გრანდიოზულ შოუპროგრამებს.
აღნიშნული ტექნოლოგიური ქალაქი ჩართულია ისეთი ღონისძიებების ტექნიკურ მომსახურებაში, როგორებიცაა G20-ის სამიტი, ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა სპორტის სახეობაში მსოფლიო და აზიური ჩემპიონატები, მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური ფორუმები.
„Dafeng Industry-ს მენეჯმენტმა ასევე გამოხატა მზაობა, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში ყოვლისმომცველად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან, როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ დელეგაციას პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე იმყოფებიან ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – პაატა კალანდაძე.
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დღეს, 13 ნოემბერს სრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0