თაღლითური სქემა სასწავლო კურსებით: ბრალდებულმა 60 ათასი ლარი მიითვისა და ქვეყანა დატოვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისად დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, როგორც ერთ-ერთი იურიდიული პირის დამფუძნებელმა დირექტორმა, სოციალურ ქსელებში განათავსა რეკლამა, თითქოსდა ახორციელებდა სხვადასხვა პროფესიული კურსის შესწავლას, როგორც ონლაინ, ისე პრაქტიკული სწავლების გზით.
"ბრალდებულის დაპირებით, სტუდენტებს სასწავლო კურსის დასასრულს ევროპის ქალაქებში რამდენიმე დღიან შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრებს ჩაუტარებდა, რის შემდეგაც მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემოდათ. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, ბრალდებულმა ათეულობით მოქალაქესთან გააფორმა მოჩვენებითი ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც დაზარალებულებისგან 60 ათასი ლარი მიიღო, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და ქვეყანა დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისად დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0