მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili თურქეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქალაქ ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობს, ანტალია 9-20 ნოემბერ მასპინძლობს.
ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია არის ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი გლობალური სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები, გარემოსდამცველები და ექსპერტები კლიმატის კრიზისთან ბრძოლის გზებსა და ახალ ვალდებულებებზე მსჯელობენ. წელს კონფერენციის მთავარი განსახილვევლი საკითხებია გლობალური დათბობის 1.5°C ფარგლებში შენარჩუნება, წიაღისეული საწვავიდან მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და კლიმატური დაფინანსების მექანიზმების გადახედვა.
ყველა ახალი ამბავი
0