https://sputnik-georgia.com/20261112/kaspsi-mamakacma-tanasofleli-dawra-301686223.html
კასპში მამაკაცმა თანასოფლელი დაჭრა
კასპში მამაკაცმა თანასოფლელი დაჭრა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 12.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-12T13:16+0400
2026-11-12T13:16+0400
2026-11-12T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ქართლი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღო სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ქართლი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ქართლი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კასპში მამაკაცმა თანასოფლელი დაჭრა
13:16 12.11.2026 (განახლებულია: 14:00 12.11.2026) სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღო სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.