https://sputnik-georgia.com/20261111/yavelashvili-shavkat-mirzoevs-shexvda-301647397.html
ინვესტიციები და „შუა დერეფნის" განვითარება: ყაველაშვილმა უზბეკ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
ინვესტიციები და „შუა დერეფნის" განვითარება: ყაველაშვილმა უზბეკ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტებმა განიხილეს ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობები 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T13:00+0400
2026-11-11T13:00+0400
2026-11-11T13:00+0400
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს პრეზიდენტი
თურქეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0b/301646438_0:1:2049:1153_1920x0_80_0_0_82258cdee556e56185858a6db4d9d8ac.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა ანტალიაში გამართულ შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვისა და „შუა დერეფნის“ განვითარების საკითხები განიხილეს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სახელმწიფო მეთაურებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებასა და პოლიტიკის, ტრანსპორტის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს „შუა დერეფნის" განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ოთხშაბათს, 11 ნოემბერს ყაველაშვილი თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას ანტალია 9-20 ნოემბრის პერიოდში უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
საქართველო
უზბეკეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0b/301646438_14:0:2027:1510_1920x0_80_0_0_68ade3d21f81a92b7605d93e5d982cbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , ახალი ამბები
ინვესტიციები და „შუა დერეფნის" განვითარება: ყაველაშვილმა უზბეკ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
პრეზიდენტებმა განიხილეს ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობები
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა ანტალიაში გამართულ შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვისა და „შუა დერეფნის“ განვითარების საკითხები განიხილეს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო მეთაურებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებასა და პოლიტიკის, ტრანსპორტის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე.
„საქართველო და უზბეკეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები და შესაძლებლობები“, — აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს „შუა დერეფნის" განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ოთხშაბათს, 11 ნოემბერს ყაველაშვილი თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას ანტალია 9-20 ნოემბრის პერიოდში უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.