თბილისში 1.389 აბი ნარკოტიკული "მეთადონი" ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.389 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0