https://sputnik-georgia.com/20261111/sakrebuloshi-tbilisis-biujeti-shevida-301652866.html
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა
Sputnik საქართველო
ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი 46,4 მლნ ლარით აღემატება 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T19:00+0400
2026-11-11T19:00+0400
2026-11-11T19:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისის საკრებულო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304498_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4c0270de55f18a08bbc39be2fb2b4362.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა წლების მსგავსად, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ.დედაქალაქის ბიუჯეტს თბილისის საკრებულო 2026 წლის დეკემბერში დაამტკიცებს.მისი თქმით, დედაქალაქის ინფრასტრუქტურაზე დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა.„ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები – ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებასა და რეაბილიტაციას“, – განაცხადა კალაძემ.რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის თქმით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარის გამოყოფა.„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – აღნიშნა კალაძემ.მისი თქმით, ბიუჯეტი კიდევ უფრო დაიხვეწება და განისაზღვრება კონკრეტული პროექტები, რომლებსაც მერია მომავალ წელს განახორციელებს.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მერიის კომპეტენციაში შედის ქალაქის გამწვანება, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, მუნიციპალური გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღების შენობები. თბილისის მერია არ აშენებს და არ არემონტებს სკოლების შენობებსა და სახელმწიფო უწყებების ბალანსზე არსებულ ობიექტებს. ასევე, მერიის კომპეტენციაში არ შედის ისეთი კომუნალური მომსახურებები, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება ან ელექტრომომარაგება – ამ საკითხებზე კერძო კომუნალური კომპანიები ზრუნავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304498_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_486e47e52ac47a7c40fed54a2610d6c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა
ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი 46,4 მლნ ლარით აღემატება 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა წლების მსგავსად, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ.
დედაქალაქის ბიუჯეტს თბილისის საკრებულო 2026 წლის დეკემბერში დაამტკიცებს.
„ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს – ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის ინფრასტრუქტურაზე დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა.
„ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები – ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებასა და რეაბილიტაციას“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის თქმით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარის გამოყოფა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტი კიდევ უფრო დაიხვეწება და განისაზღვრება კონკრეტული პროექტები, რომლებსაც მერია მომავალ წელს განახორციელებს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მერიის კომპეტენციაში შედის ქალაქის გამწვანება, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, მუნიციპალური გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღების შენობები. თბილისის მერია არ აშენებს და არ არემონტებს სკოლების შენობებსა და სახელმწიფო უწყებების ბალანსზე არსებულ ობიექტებს. ასევე, მერიის კომპეტენციაში არ შედის ისეთი კომუნალური მომსახურებები, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება ან ელექტრომომარაგება – ამ საკითხებზე კერძო კომუნალური კომპანიები ზრუნავენ.