მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა: დაკავებულია 1 პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
დანაშაული 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, „ცხელ კვალზე" დააკავეს. პოლიციამ თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0