https://sputnik-georgia.com/20261110/tbilisshi-ucxoelebi-daakaves-301628954.html
თაღლითობისთვის თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
თაღლითობისთვის თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T12:00+0400
2026-11-10T12:00+0400
2026-11-10T12:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, კიდევ ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს. კერძოდ, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ინოვაციური პროგრამის შექმნასა და მისი ამოქმედების შემდეგ მიღებული მოგების განაწილებას დაჰპირდნენ, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 150 ათას დოლარს. ამასთან, ბრალდებულებმა უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ 40 000 ევროს სანაცვლოდ კომპანიისთვის სარეკლამო ვებგვერდს შექმნიდნენ და საძიებო სისტემებში მოწინავე ათეულში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ. თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და მის კუთვნილ 40 000 ევროს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობისთვის თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
დანაშაული 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, კიდევ ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.
კერძოდ, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ინოვაციური პროგრამის შექმნასა და მისი ამოქმედების შემდეგ მიღებული მოგების განაწილებას დაჰპირდნენ, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 150 ათას დოლარს.
ამასთან, ბრალდებულებმა უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ 40 000 ევროს სანაცვლოდ კომპანიისთვის სარეკლამო ვებგვერდს შექმნიდნენ და საძიებო სისტემებში მოწინავე ათეულში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ.
თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და მის კუთვნილ 40 000 ევროს თაღლითურად დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.