https://sputnik-georgia.com/20261110/saqartvelodan-91-aralegali-gaazeves-301629717.html
საქართველოდან 90-ზე მეტი არალეგალი გააძევეს
საქართველოდან 90-ზე მეტი არალეგალი გააძევეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T16:23+0400
2026-11-10T16:23+0400
2026-11-10T16:23+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6ae09f2b0f43d657ed5519f73931ceff.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ქვეყნიდან გაძევებულია: თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, პაკისტანის, იორდანიის, სომხეთის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, სუდანის, უგანდის, ფილიპინების, ჩინეთის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 91 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d8e29027b245e760abc5b98ed413a8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოდან 90-ზე მეტი არალეგალი გააძევეს
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქვეყნიდან გაძევებულია: თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, პაკისტანის, იორდანიის, სომხეთის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, სუდანის, უგანდის, ფილიპინების, ჩინეთის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 91 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.